“არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ ერთ საშინელ დღეს ძველი კედლები არ ჩამოინგრევა და ტრაგედიას არ გამოიწვევს“ - ჩერნოვეცკი
საზოგადოება - 13:31, 27 Feb, 2017     1700
ლეონიდ ჩერნოვეცკი ყურადღებას სოციალურად დაუცველი პირების გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებზე ამახვილებს: “მეგობრებო, არასდროს დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რა პირობებში ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებსაც სოციალურად დაუცველი პირების სტატუსი აქვთ მინიჭებული? მათი უმრავლესობა ცხოვრობს, უფრო ზუსტად კი, არსებობს ნახევრად დანგრეულ შენობებში, რომლებსაც ძალიან რთულია „სახლი“ და „ბინა“ ვუწოდოთ.

გახვრეტილი სახურავები, უზარმაზარი ნაპრალებით დაფარული კედლები, შუშების ნაცვლად, მუყაოჩასმული ფანჯრები, უვარგისი ელ. გაყვანილობა, გაფუჭებული ონკანები... არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ ერთ საშინელ დღეს ძველი კედლები და ჭერი არ ჩამოინგრევა და გამოუსწორებელ ტრაგედიას არ გამოიწვევს!

ამ საცოდავ ადამიანებს კი, უბრალოდ, არ აქვთ იმის არანაირი შესაძლებლობა, რომ თავიანთი საცხოვრებლები გაარემონტონ!

ბევრი მათგანის მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ სრულიად უსუსურნი არიან: მარტოხელა მოხუცები, რომლებმაც მთელი თავიანთი ცხოვრება საქართველოს კეთილდღეობისთვის იშრომეს, ლოგინად ჩავარდნილი, მძიმედ დაავადებული პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც პატარებს მამის გარეშე ზრდიან!

მიმაჩნია, რომ თუ სახელმწიფომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი მიანიჭა, ვალდებულია, მათ ამ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაშიც დაეხმაროს!

მოვუწოდებ მუნიციპალურ სამსახურებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება ასეთ შენობებში, რათა ამ უბედურმა ხალხმა შეძლოს ადამიანურ პირობებში იცხოვროს!” – წერს ჩერნოვეცკი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42