ოსკარების დაჯილდოვებაზე 14 ნომინაციაში წარდგენილი La La Land-ის რეჟისორი დემიენ შაზელი წლის საუკეთესო რეჟისორი გახდა, მან ფილმისთვის ოსკარი აიღო.
აღნიშნულ კატეგორიაში წარდგენილნი იყვნენ:
დენის ვილენეუვი - „Arrival“
მელ გიბსონი – „Hacksaw Ridge“
დამიენ ჩაზელე – „La La Land“ - გამარჯვებული
კენეთ ლონერგანი – „Manchester by the Sea“
ბარი ჯენკინსი – „Moonlight“
რაიან გოსლინგისა და ემა სტოუნის დუეტმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მიუზიკლი, რომელმაც ოქროს გლობუსის დაჯილდოვების ცერემონიალზე 7 ჯილდო მოიპოვა, BAFTA-ს ნომინაციების ლიდერიც გახდა.
მიუზიკლი საკმაოდ სპეციფიური ჟანრია, რომელიც ზოგადად დიდი განხილვის საგანი ხდება, თაყვანისმცემლებთან ერთად მრავლად არიან ადამაინები, რომლებიც ფილმს უარყოფითადაც აფასებენ. თუმცა, მოვისმენთ თუ არა ფრაზას „AND THE OSCAR GOES TO LA LA LAND” ამას ამერიკის კინოაკადემიის 89-ე ცერემონიალზე თებერვალში შევიტყობთ. მანამდე კი შემოგთავაზებთ La La Land-ის მოკლე აღწერას.
მასალის გამოყენების პირობები