ხვალ თსუ-ში აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება
საზოგადოება - 14:35, 26 Feb, 2017     2310
27 თებერვალს 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები, აკაკი შანიძის ოჯახის წევრები დაესწრებიან.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართება ფოტოგამოფენა „აკაკი შანიძე-130“და აკაკი შანიძის ნაშრომებისა და პერიოდიკაში დაბეჭდილი სტატიების გამოფენა, მათ შორის, აკაკი შანიძის პირველი დაბეჭდილი სტატია, რომელიც 1906 წელს გამოქვეყნდა გაზეთ ,,მუშაში", სახელწოდებით ,,რას ვუცადოთ". ასევე გამოფენილი იქნება ნაშრომები, რომელიც თავად აკაკი შანიძემ აჩუქა ბიბლიოთეკას, სამახსოვრო წარწერებით.

აკაკი შანიძე იყო ივანე ჯავახიშვილის მოწაფე და თანამოაზრე, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პირველი პროფესურის წევრი; მან დაუდო სათავე სამეცნიერო ხარისხის მოპოვების დაწყებას საქართველოში - 1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა პირველი დისერტაცია: „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში“, რომელშიც ქართული ზმნის სტრუქტურა სისტემურად არის განხილული. აკაკი შანიძემ მნიშვნელოვნი წვლილი შეიტანა ქართული გრამატიკული აზრის განვითარების ისტორიაში. იგი სიცოცხლის ბოლომდე ნაყოფიერად მუშაობდა: იკვლევდა, ადარებდა, ადგენდა, გამოსცემდა. აკაკი შანიძე 700-ზე მეტი გამოცემის ავტორია; ფართო იყო მისი მოღვაწეობის სფერო: რუსთველოლოგია, ძველი ქართული ენა, ახალი ქართული ენა, ფოლკლორისტიკა, ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფია, ხელნაწერთმცოდნეობა, ქართული ენის ისტორია, ქართული ენის დიალექტოლოგია, უმწერლობო ქართველური ენები, არმენისტიკა, ალბანური ენა.

ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის I კორპუსის, 107-ე აუდიტორიაში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42