თსუ-ში დისკუსია “საქართველო ცვალებად საერთაშორისო გარემოში“ ლევან მიქელაძის 60 წლისთავს მიეძღვნა
საზოგადოება - 15:05, 24 Feb, 2017     1315

საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მთავარი შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც დაკავშირებულია საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური განვითარების მიმდინარე პროცესებთან - ეს და სხვა საკითხები განიხილებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინიციატივით გაიმართა. საპანელო დისკუსია თემაზე:“საქართველო ცვალებად საერთაშორისო გარემოში“ ცნობილი ქართველი დიპლომატისა და მეცნიერის ლევან მიქელაძის 60 წლისთავს მიეძღვნა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „ლევან მიქელაძის ფონდის ინიციატივით გაიმართა საექსპერტო დისკუსია, რომელიც ეძღვნება ძალიან საინტერესო საკითხს-საქართველოს როლი სწრაფად ცვალებად სამყაროში. ძალიან საინტერესო მოხსენება მოვისმინეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან. დღეს ნაკლებად არიან ისეთი ლიდერები, ვისაც აქვს თავისი განსხვავებული და განსაკუთრებული პოზიცია და ფასეულობები, რომელსაც ის ლიდერი დაიცავს. ასეთი ლიდერი იყო ლევან მიქელაძე და ამიტომაც ძალიან გვიხარია, რომ ლევან მიქელაძის სახელს უკავშირდება დღევანდელი შეხვედრა.“

„ღონისძიებაზე განსახილველი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც არსებობს კითხვები საქართველოს პოზიციის შესახებ მთელ მსოფლიოში, ევროპულ სამყაროში, ამერიკულ სამყაროში, მეზობლებში, როგორიცაა რუსეთი, ირანი, თურქეთი. ასე, რომ მე ველი ბევრს ამ დისკუსიიდან: საქართველოს პოლიტიკა, როგორია საქართველოს მომავალი,“-აღნიშნა ამსტერდამის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის პროფესორმა ოლგა გრიცაიმ.

„დისკუსია მიეძღვნა საქართველოს და რეგიონის უსაფრთხოების და განვითარების პრობლემებს. მოგეხსენებათ, მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების ფონზე ბევრი რამ იცვლება, ბევრი რამის შესახებ ჯერ კიდევ შეკითხვები რჩება, ბევრი რამ გაურკვეველია, ასეთ დროს საქართველო თავის გზას აგრძელებს და ყველას აინტერესებს, როგორ და რანაირად უნდა გაიკვლიოს გზა საქართველომ იმისათვის, რომ ჩვენი მიზნები, რაც დასახული გვაქვს იქნეს მიღწეული,“-განაცხადა ლევან მიქელაძის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გეგეშიძემ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენენენით გამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარდგნენ ვიქტორ დოლიძე - სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში თედო ჯაფარიძე, საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის დირექტორი და საქართველოს ელჩი სლოვაკეთში რევაზ გაჩეჩილაძე, რონდელის ფონდის წამყვანი მკვლევრები ვლადიმერ პაპავა და კახა გოგოლაშვილი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა, თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი მენაღარიშვილი, საქართველოს მთავრობის, აკადემიური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ლევან მიქელაძის სახელობის სტიპენდიები გადაეცათ თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ნინო აბუსელიძეს და დავით კვარაცხელიას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42