თიბისი გალერეაში პროფესორმა ენდრიუ მაქქართიმ საჯარო ლექცია გამართა
საზოგადოება - 13:21, 24 Feb, 2017     1358
„ფინანსური სერვისების მკვეთრი ზრდა, რომელიც მომხმარებელთა კმაყოფილებაზეა ორიენტირებული,“ - ამ თემაზე თიბისი გალერეაში პროფესორმა ენდრიუ მაქქართიმ საჯარო ლექცია გამართა. ლექცია-ვორქშოპს თიბისი ბანკის თანამშრომლები, ბიზნესკლიენტები და თსუ-ს საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის ISET-ის მაგისტრანტები ესწრებოდნენ.

KPMG-ის კვლევების მიხედვით, 2020 წლისთვის მსოფლიოში მობაილბანკის გამოყენება გაორმაგდება და მას 1.8 მილიარდი მომხმარებელი ეყოლება. ასეთი სწრაფი ზრდა ბანკებს უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს ინოვაციური მიდგომებისათვის, რათა მოიზიდონ ახალი მომხმარებლები და შეინარჩუნონ არსებული. დისტანციური მომსახურების მოქნილობა, სისწრაფე და განსაკუთრებული აქცენტი მომხმარებელზე, საბანკო-საფინანსო ინდუსტრია მთელს მსოფლიოში დგას ამ გამოწვევების წინაშე.

პროფესორი ანდრიუ მაქქართი არის დიზაინერი, კონსულტანტი და პედაგოგი. მისი აკადემიური განათლება მოიცავს ფილოსოფიას, პოლიტიკურ მეცნიერებებს, მეცნიერების ისტორიასა და მათემატიკას, ასევე ხელოვნებას და დიზაინს. ენდრიუ მაქქართი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუშაობდა წამყვან ბრენდებთან არტ-დირექტორის და კრეატიული კონსულტანტის პოზიციაზე. მისი კლიენტები იყვნენ BBVA, Google Spain, Adidas, MTV Productions, Paramount, BP, Dimension Data, Loewe, MetroMadrid, AENA, GE Health Care, Ferrovial, and Scholastic და ბევრი სხვა, ცნობილი მსოფლიო ბრენდი. პროფესორი მაქქართი კონსულტაციებს უწევდა მულტინაციონალურ ორგანიზაციებს ინოვაციური პროცესების დანერგვის, design thinking-ის, სტატეგიული დაგეგმარებისა და მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაფუძნებული სერვისების დანერგვის კუთხით.

მაქქართი არის მადრიდის Instituto de Empresa-ს ასოცირებული პროფესორი. ახლახანს ის IE School of Human Science and Technology-ის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი გახდა. პროგრამა მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევებს და სერვისებში ინოვაციების დანერგვას ეხება და ის 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42