როგორ ფიქრობთ, ამ დაწყებული ბრძოლის უკან შორენა თეთრუაშვილი დგას? მასთან თქვენც დაპირისპირება გაქვთ?
_ მეეჭვება, რადგან შორენა თეთრუაშვილთან ასეთი შეხება არ მაქვს და არც მაქვს არანაირი საფუძველი, ვიფიქრო, რომ ამ ყველაფრის უკან შორენა დგას. მე ვფიქრობ, მეუფე პეტრე ცოტას ამეტებს და მინდა ვუთხრა, რომ ჩიტი ბრდღვნად არ ღირს, რადგან შექმნეს რაღაც ხატი.
_ შორენა თეთრუაშვილი ჩიტია?
_ დაახლოებით კი, იმიტომ რომ ის 40 წელია პატრიარქის მდივანია. კარგად თუ ცუდად პატრიარქს გვერდში უდგას მთელი ამ ხნის მანძილზე. პატრიარქი თავად წყვეტს ვინ იქნება მისი მდივან-რეფერენტი და თანაშემწე. პატრიარქობის პირველ 7 თუ 8 წელს სხვა იყო და მას შემდეგ შორენაა. პატრიარქი თუ ორგულობას შეამჩნევდა მას, მერწმუნეთ, რომ ამასაც არ გააჩერებდა. რახან უწმინდესს აქვს სურვილი, რომ იყოს მის გვერდით, ვფიქრობ, მეუფე პეტრეს არანაირი უფლება არა აქვს უკარნახოს, ვინ დაიყენოს გვერდში და ვინ იყოს მისი თანაშემწე.
_მეუფეო, როგორ ფიქრობთ, არის ეს ბრძოლა ცოცხალი პატრიარქის სკამისთვის იმ ფონზე, როცა წლებია საუბრობენ, რომ თქვენ ხართ მემკვიდრე... ამავე დროს, თქვენს მიმართ საზოგადოების ნდობაც მაღალია...
_ მინდა გითხრათ ის, რასაც წლების განმავლობაში ვეუბნები იმ ადამიანებს, რომლებიც ზოგი მაამებლურად და ზოგიც სხვადასხვა მიზეზით ცდილობს მასიამოვნოს და მინდა ეს თქვენი გამოცემის საშუალებითაც ვუთხრა ყველას _ მერწმუნეთ, როცა პატრიარქი ცოცხალი და ჯანმრთელია, დიდი უზნეობაა ამაზე ფიქრიც კი. არამცთუ რაღაცეებზე ოცნება. მე ამის არანაირი ამბიცია არ გამაჩნია.პატრიარქთან სისხლით ნათესაობა მაკავშირებს. ის არის ეპოქალური პიროვნება და აბსოლუტურად საკმარისი ერთ ეპოქაში _ ერთი პიროვნება ერთი გვარის, _ აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ "გურია ნიუსთან" საუბრისას.
წყარო "გურიანიუსი"
მასალის გამოყენების პირობები






