"ეს არა მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ, საერთოდ ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლაა"- მეუფე დიმიტრი
საზოგადოება - 11:27, 24 Feb, 2017     11813
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ე.წ „ციანიდის საქმეზე“ ისაუბრა. როგორც მეუფე დიმიტრი აცხადებს მისთვის უცნობია მიზეზი, თუ რატომ თქვა პატრიარქმა დაკავებულ დეკანოზთან გიორგი მამალაძესთან შეხვედრაზე უარი:

„_ იცით, რომ ოცი დღით ვახლდი პატრიარქს გერმანიაში და ბათუმში ერთი დღით ჩამოვედი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ახლა ვბრუნდები საპატრიარქოში. მეც ვიცოდი, რომ მამა გიორგის პატრიარქი უნდა შეხვედროდა, თუმცა, შემდეგ უარი ეთქვა. ამის მიზეზი არ ვიცი. ჩავალ და გავარკვევ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მეუფე დიმიტრიმ.

_ თქვენ აპირებთ პირადად შეხვდეთ მამა გიორგის?

_ არა, რადგან სამართალდმაცავებმა გვითხრეს, რომ უსაფრთხოების მიზინით ჯობია თავი შევიკავოთ.

_ თუ მას შეხვედრის სურვილი აქვს, რა უსაფრთხოებაზეა საუბარი?

_ მე მაქვს ინფორმაცია, რომ ჰქონდა სურვილი პატრიარქთან და სინოდის ზოგიერთ წევრთან შეხვედრის. თუმცა, მე ამ სიაში არ ვყოფილვარ.

_ რატომ? როგორც ცნობილია, მამა გიორგი თქვენთან დაახლოებული პირი იყო...

_ არ ვიცი, ვერ გეტყვით.

მეუფე დიმიტრი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, როგორც მეუფე პეტრე აცხადებს განვითარებული მოვლენები მეუფე დიმიტრის მიმართ დაწყებული ბრძოლაა.

"არ ვიცი, მეუფე პეტრეს რა ინფორმაციები აქვს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ. ეს არის საერთოდ ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული ერთგვარი კამპანია, ბრძოლა _ რაც გინდათ, ის დაარქვით. მე ერთი ნაწილი ვარ ამ ყველაფრის.

_ბრძოლა ვისგან მომდინარეობს?

_ არ ვიცი. მამა გიორგის რომ შევხვდები, მე მაქვს კითხვები და ალბათ, გასცემს ამ კითხვებს პასუხს,"-აცხადებს მეუფე დიმიტრი.

წყარო „გურიანიუსი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42