საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მოძრაობას „დაინახე ყველა ფერი“ შეუერთდა
საზოგადოება - 20:19, 23 Feb, 2017     3231
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართული კამპანიის „დაინახე ყველა ფერი“ პრეზენტაციას დაესწრო.

კამპანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების წინააღმდეგ ბრძოლისთვის იმართება და საზოგადოების დამოკიდებულების, ქცევის ნორმების შეცვლას და შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.

მაკა ჩიჩუამ ღონისძიების ფარგლებში საგანგებოდ მოწყობილი რამდენიმე სივრცე დაათვალიერა, რომლებიც სტიგმისა და სტერეოტიპების დაძლევის მიზნით მოეწყო და თითოეულს მასპინძლობას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შშმ ბავშვებთან ერთად უწევდნენ.

ღონისძიებაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებმა კამპანიაში გაერთიანების შესახებ მანიფესტი წაიკითხეს, რომელსაც საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა შეუერთდა და აღნიშნა:

„დღეს არის ანტისტიგმა კამპანიის პირველი დღე, რომელიც მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების იმ შესაძლებლობების გამოვლენას, რომელიც მათ ძალიან კარგად გამოსდით. მინდა მთელმა საზოგადოებამ კარგად დაინახოს ადამიანები, რომლებიც რაღაცით შეზღუდულები არიან, მაგრამ მათ შეუძლიათ სხვა ნიჭი გამოავლინონ. მინდა ყველამ გაიგოს, რომ სტიგმა არც გადამდებია და არც დაავადებაა“,-აღნიშნა მაკა ჩიჩუამ

აღნიშნული კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით იმართება. ანტისტიგმა მოძრაობა მთელი საქართველოს მასშტაბით ორი წლის განმავლობაში ჩაატარებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც დაეხმარება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42