საქართველოს პატრიარქის პრეს-მდივანი მიქაელ ბოტკოველი თანამდებობიდან გადადგა, ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
ბოტკოველი ასევე გამოეხმაურა სოსო ოხანაშილის განცხადებას, იმის შესახებ, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, როცა განაცხადა, რომ იგი საპატრიარქოში არ უნახავს:
„დღეს მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, მიზეზებზე არ ვისაუბრებ, ამიერიდან სხვისგან მიირებთ კომენტარებს. საპატრიარქოში არ მინახავს ოხანაშვილი და არც პატრიარქის გვერდით, ის თავხედია, როდესაც საუბრობს ჩემს შესახებ, რომ ის საპატრიარქოში იმყოფება, მე არ მითქვამს რომ ის გაათავისუფლეს, მე ვთქვი გასაგებად, რომ არ მინახავს საპატრიარქოში და მართლა არ მინახავს,. მე უკვე დავტოვე საპატრიარქო და ალბათ ჩემი განცხადების შემდეგ მიბრძანდა და გააკეთა ეს განცხადება“, - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
მასალის გამოყენების პირობები






