ენათმეცნიერების ინსტიტუტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება
საზოგადოება - 17:02, 23 Feb, 2017     1117
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტს სრული დატვირთვით ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს მომავალში აღუდგება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიაამ დაზიანებული ძალოვანი კაბელის აღდგენა „თელასს“ დააკისრა.

როგორც ცნობილია, თსუ-სდამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულს - არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია ძალოვანი კაბელის დაზიანების გამო. თსუ ადმინისტრაციამ 2017 წლის იანვარში წერილით მიმართა ს.ს. თელასს, დაზიანებული კაბელის დროულად აღდგენასთან დაკავშირებით, რაზეც მიიღო უარი, იმ მიზეზით, რომ აღნიშნული კაბელი არ იმყოფებოდა მათ ბალანსზე. ამის შემდეგ თსუ-ს ადმინისტარციამ მიმართა სემეკს, რათა განეხილა უნივერსიტეტის საჩივარი კანონმდებლობით განსაზღვრული რეაგირების მიზნით.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 23 თებერვალს კომისიის სხდომაზე გაიტანა აღნიშნული საკითხი და დასკვნა თსუ-ს სასარგებლოდ გამოიტანა.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ს.ს. თელასს დააკისრა ინსტიტუტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ვალდებულება, რაც უნდა უზრუნველყონ არაუგიანეს 2017 წლის 31 მარტისა. კომისია მონიტორინგს გაუწევს აღიშნული საკითხის დროულად შესრულებას. ასე რომ, იმედს ვიტოვებთ, უახლოეს მომავალში არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტს სრული დატვირთვით აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება“ - აღნიშნა თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ლაშა საღინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42