ტრაგედია ფოთში - გასულ კვირას 35 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ეს შემთხვევა კი საზოგადოების განხილვის საგანი იმ უკანასკნელი წერილის გამო გახდა, რაც თვითმკვლელმა სოციალურ ქსელში ფოტოებთან ერთად გაავრცელა.
გარდაცვლილი წერილში ამბობს, რომ მან გადაწყვეტილება იმ ადამიანის გამო მიიღო, რომელიც უყვარდა და რომელმაც მისი მიტოვება გადაწყვიტა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წერილით ირკვევა, რომ მამაკაცმა, რომელზეც წერილშია საუბარი, "გარდაცვლილის მიტოვება და სხვა ქალთან ოჯახის შექმნა გადაწყვიტა", სოციალურ ქსელში კი ეს საკითხი დიდი სიმძაფრით განიხილება, თუმცა, არავინ კითხულობს რამდენად რეალურია ის "მიზეზი", რომელიც გარდაცვლილმა თვითმკვლელობის მოტივად წერილში დაასახელა, საზოგადოებამ კი გამოძიების დაწყებამდე განხილვისა და განსჯის საგნად აქცია. წერილში დასახელებული "მიზეზისა" და მისი საცოლის იდენტიფიცირება რამდენიმე მედიასაშუალებამაც მოახდინა, რაც გაცილებით დიდი დაპირისპირების საგანი გახდა. არავის დაუსვამს კითხვა რამდენად ჯანსაღი ფსიქიკა ჰქონდა გარდაცვლის, ან რამდენად სწორია მოღალატედ შერაცხული მამაკაცის დასჯა სიტუაციის გაურკვევლად და მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე, ამ მიმართულებით განვითარებული მოვლენები კი პიროვნებას, რომელიც „მიზეზად“ სახელდება რთულ სიტუაციაში აყენებს.
ფაქტია, სუიციდით აღშფოთებული "უფლებადამცველი საზოგადოება" თავად იქცა პოტენციურ "მკვლელად".
„ნიუპოსტს“ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. გარდაცვლილის თანამშრომლების განცხადებით, ორი პირი, თვითმკვლელი და მის მიერ დასახელებული „მიზეზი“ შეყვარებულები არასდროს ყოფილან და ისინი კარგი მეგობრები გახლდნენ. როგორც „ნიუპოსტს“ განუცხადეს, მამაკაცს სხვა ქალი უყვარდა და მასზე დანიშნულიც იყო, მათი ურთიერთობა 2015 წელს დაიწყო, 2017 წლის ზაფხულისთვის კი დაქორწინება ჰქონდათ გადაწყვეტილი. გარშემომყოფებისთვის კი გარდაცვლილის აკვიატება მამაკაცის მიმართ შესამჩნევი გახლდათ.
რაც შეეხება გარდაცვლილს... ქალბატონის სოციალურ ქსელში მრავლად მოიპოვება წლების განმავლობაში სიკვდილზე და თვითმკვლელობაზე სხვადასხვა სტატუსები, რომლებსაც ფოტომასალის მეშვეობით გთავაზობთ.





მასალის გამოყენების პირობები






