ა/წ 24 მაისს "საირმეს" მიენიჭა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა – კომპანიამ მიიღო ბაზარზე შესვლის უფლება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 2013 წლის 31 მაისს, "Holiday Inn" – ში გაიმართება კომპანია "საირმე მინერალ ვოთერს" –ის პრესკონფერენცია ჟურნალისტებისთვის.
კომპანია "საირმე მინერალ ვოთერს"-მა დაიწყო საექსპორტო ბაზრის მნიშვნელოვნად გაფართოება. 2013 წლის დასაწყისში "საირმე"–ს ბრენდმა 5 ახალი ბაზარი აითვისა და წლის ბოლომდე 16 მდე ქვეყანაში გეგმავს ექსპორტის გაფართოებას.
ამასთან დაკავშირებით 1 და 2 ივნისს გაიმართება "საირმე"–ს პირველი ექსპორტ- კონფერენცია, რასაც დაესწრებიან 16 ქვეყნიდან ჩამოსული იმპორტიორები და დისტრიბუტორები.
დღეისათვის "საირმე"–ს პროდუქცია შემდეგი ქვეყნების ბაზრებზეა წარმოდგენილი: უკრაინა, ლატვიის რესპუბლიკა, ბელარუსის რესპუბლიკა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ესტონეთის რესპუბლიკა. 2013 წლის ბოლომდე კი ექსპორტი განხორციელდება: რუსეთის ფედერაცია, ლიტვის რესპუბლიკა, პოლონეთის რესპუბლიკა, ყაზახეთის რესპუბლიკა, ისრაელის სახელმწიფო, მონღოლეთი, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა და ამერიკის შეერტებული შტატები. საირმის საექსპორტო ასორტიმენტიში შედის როგორც გაზიანი მინერალური წყალი ასევე წყაროს წყალი "საირმე ნაკადული".
საექსპორტო ბაზრის გარემოს და მოთხოვნილებათა გათვალისწინებით "საირმემ", კომპანია "branding.ge" –სთან ერთად განახორციელა "რედიზაინი" და საქართველოს ბაზარზეც განახლებული სტილით წარსდგა 2013 წლის მაისის თვეში. ამ ეტაპზე განახლებული დიზაინი სრულად ასახავს ევროპის, ამერიკის და აზიის ქვეყნების თანამედროვე მოთხოვნებს. ასორტიმენტში შეიქმნა და ჩამოყალიბდა 3 სახის პროდუქტი : "საირმე" – ყოველდღიური მინერალური წყალი, "საირმე ნაკადული" და "საირმე ტრადიციული".
"საირმე" პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ევროპის პრესტიჟულ კონკურსზე (ITQI) - "International Taste & Quality Institute" ("საერთაშორისო გემო და ხარისხის ინსტიტუტი") უმაღლესი სამ ვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






