ჭღონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ნანა კაკაბაძის განცხადებას კიდევ ერთხელ ეხმაურება, საუბარია კაკაბაძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც თითქოს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის თავდებით გათავისუფლების მომხრე მხოლოდ ის იყო.
"ის, რომ მხოლოდ მეუფე პეტრე იყო განსხვავებულ აზრზე თავდებით გამოშვებისა, არ შეესაბამება სიმართლეს და ეტყობა ან ცრუობს ან არასწორი ინფორმაცია აქვს ქალბატონ უფლებათა დამცველს. პატრიარქის მიერ იქნა ეს მოსაზრება პირველად გაჟღერებული, რომ თავდებით გამოსულიყო მამა გიორგი. ფაქტიურად, მე და პატრიარქი ვიყავით ამ კუთხით ერთ აზრზე, უბრალოდ სინოდის წევრებმა თხოვეს მის უწმინდესობას, რომ მამა გიორგის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჯობდა, ის დარჩენილიყო საპყრობილეში და დავლოდებოდით გამოძიების წარმართვას, რასაც საბოლოოდ დავეთანხმეთ," - აცხადებს მეუფე პეტრე.
მასალის გამოყენების პირობები






