კომპანია „თელასის“ ცნობით სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონი
აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის და ბესარიონ ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






