ბუნებრივია, ყველაზე მეტად უჭირთ საბრალო მოხუცებს - მათ, ვისაც ამ ქვეყანაზე არავინ არ ჰყავთ, რომლებიც ყველამ მიატოვა და დაივიწყა, მათ შორის სახელმწიფომაც. ისინი მთელი ცხოვრება გულმოდგინედ და პატიოსნად შრომობდნენ, დღეს კი, უწევთ მცირე სოციალური დახმარებისა და მათთვის სრულიად უცხო ადამიანების გულმოწყალების იმედად იყვნენ!
აუცილებელია რამე შევცვალოთ და ამ საბრალოების გადასარჩენად გამოსავალი მოვძებნოთ! ამიტომ ჩვენ ძალიან დიდხანს ვიმუშავეთ ახალი სოციალური პროექტის განხორციელებაზე, რომელიც ითვალისწინებს გაჭირვებული და უპოვარი ადამიანების დახმარებას. მისი ყოველი შემადგენელი უდიდესი შრომის შედეგია, იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველი უბედური ადამიანები გადარჩნენ!
დიდი სიხარულით და მართალი გითხრათ, სიამაყით გვსურს გამცნოთ, რომ სულ მალე ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად დღის ცენტრს გახსნის!
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ადგილი მათთვის მშვიდ ნავსაყუდელად იქცევა, სადაც ისინი შეძლებენ ცოტა ხნით მაინც დაივიწყონ თავიანთი პრობლემები, მიიღონ ცხელი სადილი, გათბნენ, შეიჭრან თმა, გაირეცხონ ტანსაცმელი ან ახლით შეიმოსონ, მიიღონ სამედიცინო მომსახურება და საჭირო მედიკამენტები.
ასევე, აქ ნებისმიერი გაჭირვებული ადამიანი შეძლებს მიიღოს არა მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება, არამედ იურთიერთოს სხვებთან, უყუროს ტელევიზორს, წაიკითხოს წიგნები და ისარგებლოს ინტერნეტით.
რაც შეეხება ჩვენს მისიას, ის შემდეგში მდგომარეობს: გვსურს დავეხმაროთ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ადამიანური სიკეთის რწმენა დაკარგეს, დავანახოთ, რომ ასე არის! ჩვენ მათ სიცოცხლის ხალისსა და სხვების დახმარების სურვილს დავუბრუნებთ, რადგან ხელგაშლილობა და სიკეთე ის მცირედია, რასაც შეუძლია სამყარო უკეთესი გახადოს!” - წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი თავის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






