რუსთავის N6 და N 40 ბაგა–ბაღების ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია დასრულდა
საზოგადოება - 10:23, 22 Feb, 2017     3331
ევროკავშირის პროექტის - „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღებისა და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“ - პირველი და მეორე ეტაპით გათვალისწინებული ენერგოეფექტური რეაბილიტაციის სამუშაოები #6 და 40 საბავშვო ბაგა-ბაღებში დასრულდა. განახლებული ბაღი დღეს რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, ქვემო-ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.


პროექტი ევროკავშირისა და ქალაქ რუსთავის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრმა განახორციელა. სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში ორივე საბავშვო ბაღში მზის კოლექტორებთან კომბინაციაში მომუშავე გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების სისტემა, ასევე ახალი სავენტილაციო, ელექტროტექნიკური სისტემები და ენერგოეფექტური კარ-ფანჯრები დამონტაჟდა. მეორე ეტაპის ფარგლებში კი ორივე შენობის კედლების, სახურავისა და სარდაფის ჭერის მინერალური ბამბით დათბუნება განხორციელდა.

ბაღების სრული ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის შედეგად ემისიები #6 საბავშვო ბაღში წელიწადში 35.42, ხოლო #40 საბავშვო ბაღში წელიწადში 110.68 ტონა CO2-ით შემცირდება. ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის დაზოგვის მაჩვენებელი #6 საბავშვო ბაღში წელიწადში 188 085, ხოლო #40 ბაღში წელიწადში 575 727 კვტ/ს იქნება.

808 765 ევროს ღირებულების პროექტს ევროკავშირი 646 527, ხოლო რუსთავის მერია 162.238 ევროთი აფინანსებს. პროექტით გათვალისწინებული მესამე, #41 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ზაფხულში განხორციელდება.

რუსთავის მუნიციპალიტეტი „მერების შეთანხმებას“ 2011 წელს შეუერთდა, რითაც აიღო ვალდებულება 2020 წლისათვის, ქალაქის ტერიტორიაზე CO 2 -ის გამოფრქვევის 20%-ით შემცირებაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42