ამ დროისთვის მიმდინარეობს საძირკვლის ჰიდროსაიზოლაციო სამუშოები. აღსანიშნავია, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებულია სააგენტოს მიერ და მუდმივად უწევს ზედამხედველობას მიმდინარე სამუშაოებს.
შენობა 3 სართულიანი იქნება და სრულად აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. პირველ სართულზე მოეწყობა დაწყებითი საფეხურის კლასები - პირველიდან მეოთხე კლასის
ჩათვლით. ასევე ადმინისტრაცია, და სასადილო დარბაზი 220 ადგილზე, ექიმის კაბინეტი, და მანდატურის ოთახი. მეორე სართული დატვირთული იქნება საბაზო და საშუალო
საფეხურის კლას-კაბინეტებით, ბიბლიოთეკით, სამასწავლებლო და ლინგაფონის ოთახებით.
მესამე სართულზე განთავსებული იქნება საბაზო და საშუალო საფეხურის კლას-კაბინეტები და სპორტ-დარბაზი გასახდელებითა და საშხაპეებით, ინვენტარის ოთახი და მასწავლებლის კაბინეტი.
შენობის საერთო ფართობი შეადგენს: 7361.5მ2 და გათვლილია 650 მოსწავლეზე. სართულები ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება სამი შიგა კიბითა და ერთი ლიფტით. სკოლას ექნება შიდა ეზო.
სკოლის ამ დრომდე არსებული ორსართულიანი შენობა აშენებული იყო 1894 წელს. ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ქ.თბილისის N166 საჯარო სკოლაში.
https://www.facebook.com/ESIDA.info/


მასალის გამოყენების პირობები






