„აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 25 თებერვლიდან დაიწყება
საზოგადოება - 15:55, 21 Feb, 2017     2049
„აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 25 თებერვლიდან დაიწყება. ბილეთების ყიდვა მსურველებს biletebi.ge-სა და tkt.ge-ს ონლაინ-სერვისების მეშვეობით შეეძლება. „აეროსმიტის“ კონცერტი შეკვეთილში, „Black Sea Arena”-ს საკონცერტო დარბაზში 20 მაისს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში „აეროსმიტის“ კონცერტის ბილეთების ღირებულება 50 ლარიდან იწყება, რაც უპრეცედენტოდ დაბალი ფასია იმ ქვეყნებს შორის, სადაც „აეროსმიტს“ წელს 18 კონცერტის გამართვა აქვს დაგეგმილი. ინფორმაციისთვის: ამ ტურნეს ფარგლებში ყველაზე დაბალი ფასი, საქართველოს შემდეგ ქალაქ ბარსელონაში 171 ლარის ექვივალენტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება საქართველოში „აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასებს: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ბილეთების ღირებულება იქნება 40 ლარი, „Black Sea Arena”-ს მესამე სექცია ეღირება 50 ლარი, მეორე სექცია - 100 ლარი, ხოლო პირველი სექცია - 200 ლარი.

სცენის მიმდებარედ დასადგომი ბილეთის (გოლდენ რინგის) შეძენა შესაძლებელი იქნება 70 ლარად, ხოლო „ვიპ ზონის“ ბილეთის ღირებულება 400 ლარი იქნება.

მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით biletebi.ge-ზე მხოლოდ გოლდენ რინგის (ფეხზე დასადგომი) ბილეთები გაიყიდება, ხოლო tkt.ge მხოლოდ დასაჯდომ ბილეთებს გამოიტანს გასაყიდად.

გასაყიდი და გაყიდული ბილეთების სტატისტიკის ნახვა მსურველს ორივე საიტზე შეეძლება, ასევე ლინკის მეშვეობით მარტივად იქნება შესაძლებელი ერთი საიტიდან მეორეზე გადასვლა შესაბამისი ბილეთის შესაძენად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42