"საქართველომ ეს ფილმი ოსკარზე უნდა წარადგინოს" - უცხოური მედია რეზო გიგინეიშვილის "მძევლებს" აფასებს
კულტურა - 15:18, 21 Feb, 2017     17925
მაშინ როცა ქართველი მაყურებელი მოუთმენლად ელოდება რეზო გიგინეიშვილის ფილმს "მძევლები" , უცხოური მედია და პირველი მაყურებლები მას დიდი წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.


„მძევლების“ მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე (ბერლინალე) შედგა.

შემოქმედებითი ჯგუფი სრულად დაესწრო ფილმის პირველ ჩვენებას, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. პრემიერის პირველმა შემფასებლებმა „მძევლები“ ბერლინალეს ერთ-ერთ კინოაღმოჩენად აღიარეს.

ფილმის სცენარი 1983 წელს მომხდარ რეალურ ამბავს ეფუძნება. "მძევლები“ ახალგაზრების მიერ საბჭოთა კავშირიდან თვითმფრინავის გატაცების ისტორიასა და მის შედეგებს გვიამბობს.

რეზო გიგინეიშვილის ფილმს გავლენიანი გამოცემა Variety გამოეხმაურა. ჟურნალისტი ჯესიკა კაინგი წერს, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის ქვეყნის სტატუსისგან გათავისუფლდა, ეროვნული კინემატოგრაფია კი წარმატებით განვითარდა. შესაბამისად, „ქართულ კინოში ახალი ტალღა დაიწყო, ამის ნათელი მაგალითი კი რეზო გიგინეიშვილის ფილმი მძევლებია.”

ბერლინალეს სიურპრიზი უწოდა ცნობილმა კინოკრიტიკოსმა ანტონ დოლინმა, რომელიც წერს , რომ ეს ფილმი საქართველომ აუცილებლად უნდა წარადგინოს ოსკარზე.

„რეზო გიგინეიშვილმა ბერლინალეზე სრიოზული, დრამატული, ფუნდამენტური და უდაოდ ნიჭიერი ფილმი წარადგინა. უკვე შეიძლება ითქვას, რომ „მძევლები“ იქნება ყველაზე განხილვადი ფილმი 2017 წელს და საქართველომ აუცილებლად უნდა წარადგინოს ის „ოსკარზე“ - შანსი ძალიან რეალურია“ - წერს დოლინი.

კინოკრიტიკოსი ფილმის სახელწოდებაზე ამახვილებს ყურადღებას, მისი თქმით, „მძევლები“ იმ ადამიანებზე მიანიშნებს, რომლებიც გატაცებულ თვითმფრინავში შემთხვევით აღმოჩნდნენ. თუმცა იქვე დასძენს, რომ იმ ადამიანებზე ფილმში ძალიან ცოტა არის ნათქვამი.

„ცხადია, ფილმის სახელწოდება ფართო გაგებით უნდა აღვიქვათ.

საბჭოთა სახელმწიფო, საკუთარი მოქალაქეებისთვის ჩაკეტილი საზღვრები - მძევლები იყვნენ ყველანი. ჩვენ წინაშე იმ ადამიანების ისტორია, რომლებაც საკუთარი სიცოცხლის(სამწუხაროდ, არა მხოლოდ) მსხვერპლად შეწირვა და სასტიკი სოციალური კონტრაქტის დარღვევა გადაწყვიტეს.

ფილმი ადასტურებს, რომ თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი საჭიროებაა, მისი ღირსების განუყოფელი ნაწილია.

მათ შორის, შემოქმედებითი თავისუფლება არ არის დამოკიდებული ბაზრის მირაჟულ მოთხოვნებსა და ჟანრის კანონებს, რომელსაც ამ დრომდე ემორჩლებოდა გიგინეიშვილი“ -წერს კრიტიკოსი.

„მძევლები“ ვრცლად განიხილა სააგენტო Hollywoodreporter-მა და Screendaily-მა . როგორც გამოცემი წერენ, საბჭოთა კავშირში მომხდარ რეალურ ამბავზე დაფუძნებული ისტორია, ცივი ომის ტრაგიკული ბექგრაუნდით, სანახაობრივად ძალიან კარგია.

„მძევლები“ ქართულ-რუსულ-პოლონური პროდუქციაა და ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა.

ფილმში მთავარ როლებს თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, ილიკო სუხიშვილი, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, ვახტანგ ჩაჩანიძე,ეკატერინე კალატოზიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, მერაბ ნინიძე, ავთანდილ მახარაძე და მიშა გომიაშვილი ასრულებენ.

"მძევლების" პრემიერა საქართველოში გაზაფხულზე შედგება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42