ლიტერატურული პრემია „საბას“ 2017 წლის საკონკურსო წიგნების სია ცნობილია. ამ ეტაპზე ოფიციალურ გვერდზე სია 9 ნომინაციის მიხედვით გამოქვეყნდა. ქართული ნაწარმოების უცხოური თარგმანის ნომინაცია კი მოგვიანებით დაემატება.
უახლოესი თვეების განმავლობაში, ჟიურის მუშაობის პარალელურად, სიაში გარკვეული ცლილებები შევა, ვინაიდან მუშაობის პროცესში დაზუსტდება ცალკეული წიგნების შესაბამისობა კონკურსის პირობებთან და ნომინაციებთან. შესაბამისად, საკონკურსო სია "საბას" ვებგვერდზეც განახლდება
ლიტერატურულ პრემიაზე წიგნები სულ 12-მა გამომცემლობამ წარადგინა.
რომანის ნომინაციაში წარდგენილია 25 ნაწარმოები, პროზაული კრებულის ნომინაციაში - 15 წიგნში, პოეტური კრებული - 40 მონაწილე, ლიტერატურული დებიუტი - 45 ნაწარმოები, ლიტერატურული კრიტიკა - 5 ნომინანტი, პიესა - 11, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - 31, თარგმანი - 77, ხოლო ელექტრონული წიგნი - 32.
კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, დაჯილდოება კი სექტემბერში გაიმართება.
წლევანდელი წელი პრემია „საბასთვის“ საიუბილეოა: წელს „საბა“ მეთხუთმეტედ ტარდება.
მონაწილეთა სიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.
მასალის გამოყენების პირობები