გავლენიანი ბრიტანული გამოცემის „დეილი მეილის“ ინფორმაციით, საქართველო მზადაა ყოველწლიურ სარაგბო ტურნირ ექვსი ერის ჩემპიონატში გაწევრიანებისთვის ნებისმიერი საფასური გადაიხადოს. გამოცემის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ექვს ერში საქართველოს ნაკრების დაშვება ფინანსურად უზრუნველყოს.
„გვსურს, საქართველოში ჯონ ფიჰანი, ექვსი ერის აღმასრულებელი დირექტორი ან ნებისმიერი სხვა ორგანიზატორი მოვიწვიოთ. ამაზე ამ დრომდე არავის გვისაუბრია. დახედონ ჩვენს ინფრასტრუქტურას და გვითხრან, რამდენის გადახდაა საჭირო ტურნირზე მოსახვედრად. რას ეხება საქმე, სპორტულ მოედნებს თუ ფინანსურ ღირებულებას? ორივესთის მზად ვართ“ – „დეილი მეილის“ ცნობით, ამის შესახებ ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა Sportsmail-თან ისაუბრა.
“გვითხარით ღირებულება. 10 მილიონი ევრო წელიწადში? ბოლობოლო ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, რომ თანახმა ვართ ან არა. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ,
2011 წელს, როდესაც მე დავიწყე , ადგილობრივი სპონსორების მიერ გადახდილი თანხა 10 000 $ შეადგენდა, ახლა კი ის 30 000 დოლარია. მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც რაგბი ეროვნული თამაშია, მაგრამ არც საქართველოა ძალიან შორს. დროა კარები გაიღოს.
მოგვეცით შანსი. თუკი სამ წელიწადში პროგრესი არ გვექნა და მატჩებს 40 და მეტი ქულის სხვაობით წავაგებთ, მაშინ პირველები თავადვე ვიტყვით, რომ საკუთარ წრეს ვუბრუნდებით" - ამბობს მორაგბეთა თავკაცი.
"დეილი მეილის" სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ
მასალის გამოყენების პირობები