2017 წლის ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენა, ბერლინის რიგით 67-ე კინოფესტივალი, ბერლინალე უნგრელი ქალი რეჟისორის, ილდიკო ენიედის კინოსურათის გამარჯვებით დასრულდა. უჩვეულო სიყვარულის ისტორიაზე შექნილი ფილმი სათაურით „სხეული და სული“ ფესტივალის ჟიურიმ „ოქროს დათვით“ დააჯილდოვა.
დანარჩენი მთავარი კინოჯილდოები კი ჟიურის გადაწყვეტილებით ასე გადანაწილდა:
ჟიურის „გრან-პრი“ - ფრანგული სოციალური დრამა თანამედროვე აფრიკული საზოგადოების პრობლემების შესახებ, რეჟისორ ალენ გომისის ფილმი – „ფელისიტე“.
საუკეთესო რეჟისურისთვის "ვერცხლის დათვი" გადაეცა ფინელ რეჟისორს, აკი კაურისმიაკიმ კომედიური დრამისთვის - „იმედის მეორე მხარე“.
საუკეთესო ქალი მსახიობი - სამხრეთ კორეელი მინ-ჰი კიმო ფილმისთვის „მარტოსული ღამით სანაპიროზე“,
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულება - ავსტრიელი მსახიობი, გეორგ ფრიდრიხიგერმანული ფილმისთვის - Helle nächte (ნათელი ღამეები).
წლევანდელ „ბერლინალეზე“ ალფრედ ბაუერის სახელობის ჯილდო ცნობილი პოლონელი ქალი რეჟისორის, აგნეშკა ჰოლანდის მისტიკურ თრილერ დრამას - „ნაკვალევი“ გადაეცა.
დრამატურგიისთვის კი ჩილელი დუეტი, სებასტიან ლელიო და გონსალო მასა დაჯილდოვდნენ - მელოდრამა „ფანტასტიკური ქალის“ სცენარი ჟიურიმ საუკეთესოდ ცნო.
მასალის გამოყენების პირობები