ორგანიზატორებმა ჯილდო გადასცეს ბათუმის ნავთობტერმინალის მმართველ დირექტორს გიორგი კილაძეს და გენერალური დირექტორის მოადგილეს ნავთობბრუნვის დარგში ლევან ჯობავას.
დაჯილდოვების ცერემონიალი ჩატარდა 2013 წლის 27 მაისს, ნიუ-იორკში, მანხეტენის ცენტრში მდებარე სასტუმრო მარიოტ მარქუისის სამეჯლისო დარბაზში.
გიორგი კილაძემ მადლიერება გამოხატა საექსპეტო ჯგუფ BID-ის და მისი ხელმძღვანელის ხოსე პრიეტოს მიმართ.
"ჩვენ ვამაყობთ, რომ 2012 წელს სანკტ-პეტერბურგში VII საერთაშორისო კონგრესზე სახელწოდებით "ნავთობის ტერმინალი", ბათუმის ნავთობტერმინალმა მიიღო მთავარი პრიზი და მიენიჭა სპეციალური ჯილდო ნომინაციაში "ინოვაციური გადაწყვეტილება ეკოლოგიური უსაფრთოების უზრუნველყოფისათვის". ნავთობკომპანიების - ბი-ფის, ექსონმობილის, შელის და შევრონის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობისას, საწარმოს ძირითადი აქცენტები მიმართული იყო მოძველებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისა და გადაიარაღებისკენ", - აღნიშნა ლევან ჯობავამ.
ბათუმის ნავთობტერმინალი დააარსა ლუდვიგ ნობელმა 1883 წელს.
მიღების, შენახვის და გადატვირთვის მოხერხებული და კარგად განვითარებული სისტემა უზრუნველყოფს 18-ზე მეტი სახეობის ნავთობპროდუქტის ერთდროულ გადატვირთვას და ერთდროულ ჩატვირთვას 4 ტანკერში. ტერმინალის საპროექტო გამტარუნარიანობა შეადგენს 15 მილიონ ტონას წელიწადში.
ბათუმის ნავთობტერმინალი სს ეკ "ყაზმუნაიგაზის" შვილობილი კომპანიის "ყაზტრანსოილის" საკუთრებაა და თავის მხრივ ფლობს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მართვის ექსკლუზიურ უფლებას.
დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესმენებმა 86 ქვეყნიდან. კომპანია B.I.D. (ბიზნესინიციატივების მიმართულება) ატარებს ყოველწლიურ კონგრესს, რომლის დროსაც დგება შეხვედრები პარიზში, ლონდონში, მადრიდში, ჟენევაში, ფრანკფურტში და ნიუ-იორკში. კონგრესის მიმდინარეობისას ბოლო 10 თვის განმავლობაში შეგროვდა კომპანიები და ორგანიზაციები 118 ქვეყნიდან. 2013 წლის ნომინანტებად დასახელებული კომპანიები და ორგანიზაციები შეირჩნენ IQშ-ის შესარჩევი კომიტეტის მიერ, როგორც ადგილობრივი და ეროვნული ლიდერები.
მასალის გამოყენების პირობები






