„მკვლელობის ცოდვა უფრო მძიმდება, როცა ვინმეს განზრახვა პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფაა“ - მამა გიორგი ზვიადაძე
საზოგადოება - 20:53, 18 Feb, 2017     12542

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესა და პატრიარქის მიმართვის არასრული ვერსიის გავრცელების შესახებ საუბრობს. პროტოპრესვიტერის თქმით პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე საპატრიარქოს შესაძლებლობა მისცა გასცნობოდა დეტალებს:

„ძალიან რთული ვითარება შეიქმნა, ძალიან დიდი ზიანი მიადგა ეკლესიას, ვფიქრობთ, რომ ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს მოსახლეობას, აქვს ძალიან მაღალი ინტერესი ამ საკითხისადმი. არ ვიცი ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, ვინც გაავრცელა არასრული ვერსია, რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდა ეს პიროვნება, რა მიზანდასახულობა ჰქონდა მას, ამიტომ ძალიან რთულია საუბარი გამოკვლევის გარეშე. რთულია საუბარი იმაზე, თუ რატომ გააკეთა რომელიმე პიროვნებამ ეს, როცა საკუთარ თავს მისცა უფლება გაევრცელებინა პატრიარქის არასრული ვერსია, ნებისმიერი ადამიანისთვის ვფიქრობ ცხადია თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით ყველა, როდესაც გაჩნდა ასეთი ეჭვი დეკანოზ მამა გიორგისთან დაკავშირებით.

ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფა ან რომელიმე საეკლესიო პირის ან რომელიმე ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. მკვლელიბა არის მძიმე ცოდვა, მაგრამ ეს ცოდვა კიდევ უფრო მძიმდება, როდესაც ვინმეს განზრახვა არის ხელყოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სიცოცხლე. არავის არ აქვს მოლოდინი იმისა, რომ მამა გიორგიმ განიზრახა რომელიმე სასულიერო პირის ან ნებისმიერი პირის სიცოცხლის ხელყოფა. საქართველოს საპატრიარქო ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს, მთავარმა პროკურატურამ მისცა საქართველოს საპატრიარქოს შესაძლებლობა რომ ამ მასალებს გაცნობოდა. უნდა დაველოდოთ მისი უწმინდესობის საქართველოში ჩამობრძანებას“, - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42