დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩაფიძის კლინისკის სამედიცინო დიქრექტორი ზაზა ლაზარაშვილი საუბრობს. ექიმის თქმით დეკანოზს აუცილებელი კვლევები უტარდება, ასევე კონსულტაციები სხვადასხვა სპეციალისტების მიერ.
"გრძელდება მკურნალობა და კვლევები იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც მის მდგომარეობას შეესაბამება. ჯერჯერობით რჩება კლინკაში, ტარდება კვლევები, რომელთა უმრავლესობაც მოითხოვს დროს, ზოგიერთი კვლევა 24 საათს საჭიროებს. როდესაც ყველა მონაცემი გაანალიზდება მივიღებთ გადაწყვეტილებას, მკურნალობის თუ რა ფორმა სჭირდება შემდგომ. პაციენტი შემოვიდა სინკოპეს (გონების კარგვის) დიაგნოზით, თუმცა ამავე დროს ყურადღებას იპყრობდა ცხელება და ამიტომ ხდება კომპლექსური კვლევები. მოწვეულია სხვადასხვა სპეციალისტი, მათ შორის ინფექციონისტი, ნევროლოგი და სხვა", - განაცხადა ზაზა ლაზარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






