„პაციენტი მამალაძე გიორგი არის შემოსული 20:00 საათზე სინკოპეს (გონების კარგვის) დიაგნოზით. მისივე გადმოცემით, ეს ხდება რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ამჟამად მიმდინარეობს დაავადების პროტოკოლით გათვალისწინებული ღნისძიებები, დაკვირვება დინამიკაში და შესაბამისი გამოკვლევები, შემდგომი ინფორმაცია გავრცელდება დღის 12:00 საათზე. ამჟამად მდგმოარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ზაზა ლაზარაშვილმა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული. ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობი იყო დიაგნოზი, თუმცა აცხადებდა, რომ ჰოსპიტალიზაციის მიზეზი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.
მამა გიორგი კლინიკაში ბადრაგის თანხლებით მიიყვანეს. ინფორმაციას ,,ნიუპოსტთან“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ადასტურებს.
როგორც ცნობილია, დღეს მისმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძეს უკვე მეოთხე დღეა აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და პერიოდულად აქვს წნევის პრობლემა.
მასალის გამოყენების პირობები






