ფილმის სცენარი 1983 წელს რეალურ მომხდარ ამბავს ეფუძნება. რეჟისორმა ფილმი საკუთარი და დრამატურგ ლაშა ბუღაძის სცენარის მიხედვით გადაიღო, რომელიც არქივის მასალებზე და რეჟისორის მიერ ჩაწერილ ინტერვიუებზეა დაფუძნებული.
„მძევლები“ საბჭოთა კავშირიდან თვითმფრინავის გატაცების ისტორიას გვიამბობს. ახალგაზრდები ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლაზე ოცნებობდნენ, რომლებსაც უნდოდათ საკუთარი ცხოვრების შეცვლა.
ფილმში მთავარ როლებს თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, ილიკო სუხიშვილი, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, ვახტანგ ჩაჩანიძე,ეკატერინე კალატოზიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, მერაბ ნინიძე, ავთანდილ მახარაძე და მიშა გომიაშვილი ასრულებენ.
ფილმის მთავარი თემა თავისუფლების წყურვილი და საბჭოთა კავშირისგან თავის დაღწევის მცდელობაა.
მასალის გამოყენების პირობები