„Goodweb“ ეს არის ქართული, ინოვაციური, ინტერნეტ მარკეტინგული კომპანია, რომელიც 2014 წელს შემოვიდა ბაზარზე და შექმნა საქართველოში ბიზნესისთვის ახალი, უნიკალური შესაძლებლობა უკეთესი, კონკურენტული გარემოს ფორმირებისთვის.
წლებთან ერთად, ქართულ ინტერნეტ ბაზარზე დაკვირვებით და მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორის გათვალისწინებით „Goodweb“-ის გუნდმა დაისახა ამბიციური მიზანი და ჩამოაყალიბა ყველასგან განსხვავებული პლატფორმა, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის თუ ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი „Startup“ კომპანიებისთვის შესაძლებელს ხდის ინტერნეტ სივრცეში ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტას. Goodweb-ის სერვისის არარეალურად დაბალი ფასი ხელმისაწვდომს ხდის ისეთ რთულად მისაღებ და ძვირადღირებულ პროდუქტებს, როგორიცაა ინდივიდუალური ბიზნეს ვებ გვერდი, ინტერნეტ მაღაზია, ინტერნეტ მარკეტინგი თუ რეკლამა პოპულარულ ბიზნეს პორტალებზე.
ინტერნეტ სივრცეში ჩართულობის და მისი მნიშვნელობის ზრდის პარალელურად, ზემოთ აღნიშნული სერვისების ღირებულების ბოლოში იმატებს 0-ების რაოდენობაც. ეს კი, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ბიზნესებს აყენებს არაკონკურენტულ პირობებში და უკარგავს განვითარებისა და საკუთარი იდეის ან პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენის შესაძლებლობას. „Goodweb“-ის მიზანია, სწორედ ამ კომპანიებს და ადამიანებს შეუწყოს ხელი და საწყისი კაპიტალის მოძიების გარეშე შეუქმნას მათ ყველა პირობა ინტერნეტ სივრცეში ეფექტური და წარმატებული პოზიციონირებისთვის!
შედეგად, „Goodweb“-ი ეს არის საერთო იდეის და ღირებულებების გარშემო გაერთიანებული დიდი, მოტივირებული გუნდი, რომელიც აერთიანებს დიზაინის, ტექნიკურ, მარკეტინგისა და ხარისხის დეპარტამენტებს, გამოცდილი პროფესიონალებით. ისინი მომხმარებელებს აწვდიან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე, საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე მორგებულ სერვისს, რომელიც გარდა დაბალი ფასისა, არის ძალიან სწრაფად მიღებადი, მარტივი, ეფექტური, მსოფლიოს სიახლეების კვალდაკვალ განახლებადი და ქართულ რეალობაზე მაქსიმალურად მორგებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი საფასურს იხდის არა ერთჯერად პროდუქტში, არამედ გრძელვადიან სერვისში, რაც არიდებს მას უამრავ საზრუნავსა და პრობლემას, უზოგავს დროს, ენერგიას და უმარტივებს მართვის პროცესს.
„Goodweb“-ის მომსახურებები პაკეტებშია თავმოყრილი და ხელმისაწვდომია ყოველთვიური ანგარიშსწორებით, პირველადი ინვესტიციის გარეშე, შესაბამისად, მომხმარებელი თანხას იხდის სერვისის მიღებაში და არა უბრალოდ ვებგვერდის ან ინტერნეტ მაღაზიის დამზადებაში. პლუს, მას თანამშრომლობის ფარგლებში საჩუქრად გადაეცემა ისეთი ძვირადღირებული სერვისები, როგორიცაა მარკეტინგული მხარდაჭერა სტარტეგიული დაგეგმარებისთვის ან თუნდაც, რეკლამა პოპულარულ ბიზნეს პორტალებზე, მრავალათასიანი ჩვენებით.
მასალის გამოყენების პირობები






