ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ოთარ ჩხეიძის რომანის - „კვერნაქი“ განხილვა გაიმართა
კულტურა - 13:30, 16 Feb, 2017     3150
ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ თაოსნობით, ოთარ ჩხეიძის რომანის - „კვერნაქი“ განხილვა გაიმართა. მწერლის ვაჟმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, მწერალმა და მკვლევარმა როსტომ ჩხეიძემ დამსწრე საზოგადოებას ის ჩანაწერები გააცნო, რომელიც ავტორმა 1965 წელს, რომანის მწერალთა სახლში განხილვის შემდეგ გააკეთა.

„ეს დღიური იმდროინდელი განხილვის ერთგვარი რეპორტაჟია, რომელიც შეიძლება, ნოველადაც ჩავთვალოთ,“ - აღნიშნა როსტომ ჩხეიძემ.

საერთოდ, საბჭოთა კრიტიკოსები, ხელისუფლების უშუალო დავალებითა და ჩარევით, ოთარ ჩხეიძეს არათუ აკრიტიკებდნენ, არამედ მისი რომანების გამოცემას ხელსაც უშლიდნენ, მაგრამ მწერალი მაინც ახერხებდა, რომ მთავარი სათქმელი მკითხველამდე გამჭვირვალე ქვეტექსტებით მიეტანა.

რომანი „კვერნაქი“, რომელიც ოთარ ჩხეიძემ 1964 წელს დაწერა, სანდრო ბონიძის ცხოვრებაზე სატირულად მოგვითხრობს. სხვათა შორის, მთავარი პერსონაჟი თავდაპირველად ცხოიძე იყო, მაგრამ ვინაიდან ზოგიერთ კრიტიკოსს ის ავტორის ალტერ-ეგოდ აღუქვია, 1987 წლის გამოცემაში, ოთარ ჩხეიძემ სანდროს გვარი ბონიძედ გადააკეთა.

„1958 წლიდან, საბჭოურ მწერლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იწყება და ოთარ ჩხეიძის „კვერნაქშიც“ 50-60-იანი წლების საბჭოური რეალობა და ტრაგედიაა აღწერილი. ზოგადად, ოთარ ჩხეიძე მაშინდელ ფანტასმაგორიულ თამაშებში ჩართული არ ყოფილა და ამიტომ, ისაა მწერალი, რომელსაც შეიძლება, ენდო,“ - აღნიშნა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნონა კუპრეიშვილმა.

მისივე თქმით, ოთარ ჩხეიძის ნაწარმოებები მკითხველს „ძნელად კითხვის ბედნიერებას“ ანიჭებს. „სწორედ ესაა დიდი მწერლობა, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო დიდი ფასი დაედება, რადგან ოთარ ჩხეიძის შემოქმედება მხოლოდ კი არ გვაჩვენებს, როგორები ვიყავით, არამედ, გაფრთხილებაცაა, რომ ადამიანს უფლება არ აქვს, ცხოვრება ფუჭად განვლოს,“ - დასძინა ნონა კუპრეიშვილმა.

ქართული ლიტერატურის ინსტიტიტში გამართულ ოთარ ჩხეიძის რომანის - „კვერნაქი“ განხილვაზე, რომელსაც ლიტერატურული წრეების ცნობილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სიტყვით გამოვიდნენ ფილოლოგიის დოქტორი თამარელა წოწორია და დოქტორანტი ოქტაი ქაზუმოვიც, რომელიც სტუდენტობისას ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიანტი იყო. ასევე, მსმენელს გააცნეს პროფესორ ინგა მილორავას ესეი.

მწერლისა და ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილის თქმით, ოთარ ჩხეიძის ნაწარმოებებს, რომლებშიც ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ზედმეტი ერთი სიტყვაც არ არის, ღრმა ანალიზი სჭირდება და ქართულ კრიტიკას საამისოდ ძალ-ღონე შესძევს.

ჟურნალისტი და პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე კი გამოვიდა ინიციატივით, რომ მწერლის 24 რომანი, რომელიც წარმოადგენს ქართველი საზოგადოების საგას, ისტორიული ქრონოლოგიით დალაგდეს და საერთო სათაურით - „მატიანე ქართლისაი“ - გამოიცეს.

ლიტერატორმა ნიკა სანებლიძემ კი ყურადღება მიაქცია იმ საგულისხმო გარემოებას, რომ რომანის მთავარი გმირი არშემდგარი დონ ჟუანია.

შეხვედრას უძღვებოდა პროფესორი მაია ჯალიაშვილი, რომლის ესეიც - „ცოდნის ტყვეობაში“ - ბოლოსიტყვაობად დაერთვის რომანს.

ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ თაოსნობით, შემდეგი შეხვედრა 28 თებერვალს გაიმართება და ამჯერად დამსწრე საზოგადოება თემურ ქორიძის წერილების კრებულს - „კაცი არ ყველა სწორია“ - განიხილავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42