საქართველოს ლატარიის კომპანიამ თსუ-ს პროფესორს, ქ-ნ თინათინ გიორგობიანს საზეიმო ვითარებაში კუთვნილ მოგება - 1,380,345 ლარი გადასცა.
მისი თქმით, მოგებული თანხის ნაწილს რამდენიმე სტუდენტისთვის სწავლის დაფინანსებას მოახმარს. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა:
"იყო რამდენიმე მაგისტრანტი, რომელიც დილიდან საღამომდე მუშაობდა და ეს ლექციები საღამოს ჰქონდათ ხოლმე, ამიტომ მათთვის ეს ძალიან დამქანცველი იყო. მე მოფიქრებული მაქვს და ეს აუცილებლად განხორციელდება, რომ რამდენიმე მაგისტრანტს მე დავაფინანსებ ამ ორი წლის განმავლობაში” - განაცხადა თინათინ გიორგობიანმა.
ქ-ნ თინამ აღნიშნული თანხა 31 იანვარს „ლოტო 6/36“ - ის 735-ე გათამაშებაში მოიგო. 1,3,9,10,35,36 - ეს გახლავთ მის მიერ შერჩეული მომგებიანი რიცხვების კომბინაცია.
ლატარიის კომპანიამ ის მეჯიხურეც დააჯილდოვა, რომელმაც იღბლიანი ბილეთი გაყიდა. ქრისტინე მარტაშვილს 27, 607 ლარი გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები






