მამა შალვას თქმით, ცილისწამებაა პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეზე გაკეთებული განცხადებებიც.
,,მე მეუფე პეტრეს ცილს არ ვწამებ, მე ვსაუბრობ იმაზე, რაზეც მეუფემ ისაუბრა. მან ისაუბრა, რომ პატრიარქი იმყოფება ზეგავლენის ქვეშ. როგორ შეიძლება დავეთანხმო, რომ თურმე პატრიარქი, რომელიც არის ეპოქალური მოვლენა, ამდენი ხალხი ეკლესიაში დააბრუნა, მას არ აქვს იმის გონეირება, რომ ვერ გაარჩიოს მტყუანი და მართალი. თვითონ მეუფეს განცხადბებიდან მივედი დასკვნამდე, რომ ადანაშაულებს პატრიარქს. ის, რომ პატრიარქთან ვერ ახვალ შორენას გამო, ერთადერთი პატრიარქი მგონი, რომელთნაც ყველას მიუწვდება ხელი. არავინ ხელს არ უშლიდა, თავად მამა ანდრიასაც. თუ პატრიარქი ვერ იღებს ვინმეს, თუ მას მართავს შორენა, ეს მაშინ პატრიარქის პრობლემა ყოფილა. თურმე ყველანი ვყოფილვართ ზეგავლენის ქვეშ. მე სხვა მიზანი გარდა ქრისტეს მსახურებისა, არ გამაჩნია. მამა ანდრიასთან პოლემიკაში არ შევალ, მე ვემორჩლები ქრისტეს და არ გავაკეთებ იმას რაც ღვთისთვის იქნება მიუღებელი“ - განაცხადა მამა შალვამ ,,არჩევანის“ ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






