გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება შეიქმნება
საზოგადოება - 18:22, 15 Feb, 2017     2676
სასჯელაღსრულების სისტემაში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება იქმნება, რომელშიც მსჯავრდებულები გათავისუფლებისთვის მომზადდებიან.

ახალი ტიპის დაწესებულების შექმნის მიზნებსა და უპირატესობებზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, უწყება უზრუნველყოფს მსაჯვრდებულისთვის სასჯელის მოხდის ღირსეული პირობების შექმნას, თუმცა, ასევე, ზრუნავს იმაზე, რომ გათავისუფლების შემდეგ, პირმა მარტივად შეძლოს გარემოსთან ადაპტაცია.

„ჩვენთვის პატიმართა რესოციალიზაცია პრიორიტეტულია. ამ მხრივ, მსჯავრდებულებს მრავალფეროვან პროგრამებს ვთავაზობთ. ადამიანს გათავისუფლების შემდეგ საკუთარი თავის, ოჯახის შენახვის საშუალება უნდა ჰქონდეს. უნდა შეეგუოს გარე სამყაროს ისე, რომ კანონთან კონფლიქტში აღარ მოვიდეს. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის პირს, ციხეში მრავალი წლის გატარება უწევს და რეალურად, სულ სხვა გარემოში თავისუფლდება. გარესამყაროსთან ადაპტაციისა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით, საჭიროა სხვადასხვა სახის პროგრამა“, - განაცხადა მინისტრმა.

გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაბალი რისკის პატიმრები განთავსდებიან, რომლებსაც სასჯელის ვადის ამოწურვამდე 6 თვე ექნებათ დარჩენილი. მათ საშუალება მიეცემათ უქმე დღეებში დატოვონ დაწესებულება, მოიგვარონ სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო საკითხები, ასევე, დასაქმდნენ და სამსახურიდან შესაბამისი ცნობის წარდგენის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულებიდან მუშაობის მიზნით, სამუშაო დღეებშიც გავიდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42