,,ბოდიში მოვუხადე, ვუთხარი, შენი შემშურდათქო" - კახი კავსაძე ადამიანის წარმატებაზე
საზოგადოება - 19:49, 15 Feb, 2017     5043

-უკაცრავად

-გისმენთ, - მპასუხობს ქალბატონი

-ბატონ კახისთან ვრეკავ?

-დიახ

-თუ შეიძლება სთხოვეთ

-ახლავე

ეძახის...

კახის არ ესმის, ხმამაღლა საუბრობს... რამდენიმე წამიც და ხმას უფრო უმაღლებს... სიტყვებს ვერ ვარჩევ, მხოლოდ ყვირილი ისმის...

ჩხუბობს, გაბრაზებულია... უუუჰ რა ცუდ დროს დავრეკე, - ვეუბნები ჩემ თავს, ვერ დავითანხმებ...

უნდა დაითანხმო... და-ი-თან- ხმო - მიბრუნდება პასუხი წამებში... პასუხს, განწყობის ასამაღლებლად ჩემმა ოპტიმისტმა მემ კახის შვილიშვილის ინტერვიუდან ამონარიდიც მოაყოლა - „ბაბუს და მამას ერთნაირი სტილი აქვთ საუბრის, იმდენად ხმამაღლა ლაპარაკობენ, რომ უცხოს ჩხუბი ჰგონია“ ...

-ეს შენ გინდა ასე და მოიგონე რაღაც - უკვე ღიმილით ვუბნები ჩემს „სუპერფექტურ მეს“

-ვიღაც გოგონა რეკავს - გამოვყავარ ხმას ფიქრებიდან

ნაბიჯების ხმა მიახლოვდება, ვღელავ

-გისმენთ ბატონო

-ბატონო კახი, მე თქვენი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი ვარ , თხოვნით გირეკავთ.

-დიახ

-მონაწილეობას ვიღებ ტრენინგში „სუპერეფექტურობა“

-სად ბატონო?

-„სუპერეფექტურობა“, „წარმატების ტრენერი“ ხვიჩა მებონია ატარებს და ძალიან უცნაური დავალება მოგვცა, წარმატებულ და ცნობილ ადამიანთან ერთად ვიდეო უნდა გადაიღოთო. მე თქვენ აგირჩიეთ, ნუ მეტყვით უარს.

-... პაუზა .... უუუჰ...

-სულ 5 წუთს წაგართმევთ, მხოლოდ ერთ კითხვაზე უნდა მიპასუხოთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული გახდე, -მივაყარე სულმოუთქმელად ,

-მე წარმატებული ვარ?

-რა თქმა უნდა ბატონო კახი...

- ძალიან გჭირდებათ ეს ვიდეო გადაღება თუ რაღაც?

-ძალიან , ამაზეა დამოკიდებული ჩემი და ჩემი გუნდის გამარჯვება... ძალიან გთხოვთ ნუ მეტყვით უარს.

-როდისთვის გინდათ?

-აი, ამ წამსაც რომ მითხრათ მოდიო, გამოვფრინდები და რამდენიმე წუთში თქვენთან გავჩნდები ...


...

-ალო... ბატონო კახი

-დიახ ბატონო

- უკვე თქვენს სადარბაზოში ვარ, სიხარულისგან ისე დავიბენი დამავიწყდა მეკითხა - რომელ სართულზე ხართ?...







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42