უკვე მეორე წელია Madatart-ი ქართველ მხატვრებს ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების ყველაზე პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეში გამოფენებით ანებივრებს. ამჯერად კი კომპანიის ქართველი დამფუძნებელი მარიტა დამენია სამხატვრო აკადემიის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ერთ-ერთ პრესტიჟულ არტ-ფესტივალზე ეპატიჟება.
ამერიკულმა არტპრომოუშენ კომპანია მედეთარტმა (Madatart) თანხმობა მიიღო, ნიუ იორკის აფორდიბლ არტ ფესტივალისგან (AAF), რომ ფესტივალზე წარადგინოს საქართველოს სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურის სტუდენტები და მაგისტრატურის კურსდამთავრებულები(დასრულებიდან არ უნდა იყოს გასული სამ წელზე მეტი).
https://affordableartfair.com/fairs/new-york . ფესტივალი გაიმართება 30 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით. ჩელსის გალერიდისტრიქტში-მეტროპოლიტენ პავილიონში. მონაწილეობა უფასოა!!!
მარიტა დამენია: მსურველებმა უნდა გამოაზავნონ ბიოგრაფია ინგლისურ ენაზე, მინიმუმ სამი ნამუშევრის სრული ფოტო მაღალი რეზოლუციით jpg ფორმატში( თანდართული აღწერით ზომა ინჩებში, რაშია შესრულებული, სათაური, ფასი.). წერილის სათაურში უნდა მიუთითოთ რომ ინფორმაციას აგზავნით Affordable art fair ისთვის. ინფორმაციის გამოგზავნის ბოლო დღე 21 თებერვალი.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით;
შერჩევის პირველ ეტაპს მონაწილეები გაივლიან Madatart თან. ხოლო მეორე საბოლოო ეტაპს გავივლით ფესტივალის ორგანიზატორებთან. არჩევანი შეჩერდება განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდების - საინტერესო მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებულ ნამუშევრებზე, მონაწილეების შერჩევისას, გავითვალისწინებთ შემდეგ პირობებსაც;
ბიოგრფია, რომელსაც მოგვაწვდით უნდა იყოს გამართული; მიუთითეთ მხოლოდ თქვენი, როგორც მხატვრის(მოქანდაკის) განათლება, პროფესიული მიღწევები და პროექტები, გამოფენები რომლებშიც მონაწილეობა მიგიღიათ.
(სასურველია დაურთოთ დიპლომის ასლი, ან სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი)
ფესტივალზე წარსადგენი ნამუშევრების ფოტოები უნდა იყოს გადაღებული პროფესიულ დონეზე, უნდა ჩანდეს მხოლოდ ნამუშევარი სრული სახით. ფოტო უნდა იყოს მაღალი რეზოლუციის.
ნამუშევრები დანომრეთ და იმავე ნუმერაციით გააკეთეთ წარწერები, რომელიც ნამუშევრის აღწერისთვის არის საჭირო.( თანდართული აღწერით ზომა ინჩებში, რაშია შესრულებული, სათაური, ფასი.)
ფერწერის შემთხვევაში, ნახატი უნდა იყოს შესრულებული კარგი ხარისხის ტილოზე, გაითვალისწინეთ, რომ ნამუშევარმა უნდა გაუძლოს ტრანსპორტირებას- საქართველოდან ამერიკაში, ტილო ისე უნდა იყოს გადაჭიმული რომ არ სტეპლერდებოდეს გვერდებზე, არამედ გადაკეცილი და დასტეპლერებული იყოს ქვეჩარჩოს უკანა მხარეს. ნამუშევრის გვერდები უნდა იყოს დაფერილი და არ უნდა იყოს საღებავით დასვრილი.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეც და ფესტივალიც დაინტერესებული ვართ ნამუშევრების გაყიდვით, ამიტომ ის ისე უნდა გამოიყურებოდეს, რომ შეესაბამებოდეს პროფესიულ სტანდარტებს.
ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის გამოგზავნის შემდგომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში გაცნობებთ პასუხს. სხვა დანარჩენი დეტალებისთვის გთხოვთ მომწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე და თემის ველში(subject line) მიუთითოთ NYAAF. dameniaart@gmail.com, marita@madatart.com .
p.s. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Madatart არ უზრუნველყოფს ნამუშევრების ტრანსპორტირებას. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვართ კერძო არტ პრომოუშენ კომპანია და არ ვართ დაკავშირებული საქართველოს კულტურის სამინიტროსთან ან რომელიმე სხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან. აბა თქვენ იცით, ვასახელოთ საქართველო!!!“
მასალის გამოყენების პირობები