აქცია ოზურგეთში-ტაქსისტები და სავაჭრო ობიექტების მფლობელები ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ
საზოგადოება - 15:46, 14 Feb, 2017     2732
დღეს, ოზურგეთელ ტაქსისტთა ნაწილმა, რომლებიც საკუთარი ავტომანქანების სადგომად აბაშიძის ქუჩის დასაწყისს იყენებდნენ, ქალაქ ოზურგეთის მერიის ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ქუჩის ამ მონაკვეთზე, ავტომანქანების სადგომად გამოყენება აიკრძალა.

მოგვიანებით ტაქსისტთა პროტესტს ადგილობრივი მაღაზიის მფლობელებიც შეუერთდნენ, როგორც მათი განცხადებებიდან გაირკვა, აკრძალვა არამარტო ტაქსებს, არამედ ყველა ტიპის თვითმავალ საშუალებას შეეხო და მათ შორის სადისტრიბუციო მანქანებსაც, რომლებსაც შეჩერებაც კი აეკრძალათ.

მაღაზიის მეპატრონეთა მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებით ისინი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ:

„შემოვიდა ადამიანი, იყიდა სამი ლარის წამალი, მოხუცი კაცი იყო ბავშვთან ერთად და გარეთ როცა გავიდა პატრულმა 10 ლარით დააჯარიმა-დავიწვი იმათი ცოდვით“-აცხადებს აქციაზე მოსული, ქუჩის ამ მონაკვეთზე არსებული ერთ-ერთი აფთიაქის თანამშრომელი.

„ვერც საქონელს ვღებულობთ, ვერც კლიენტები აჩერებენ, ვართ გამოუვალ მდგომარეობაში. მერიის ამ გადაწყვეტილებამ უკიდურესად მძიმე სიტუაციაში ჩაგვაგდო“-აღნიშნა ერთ-ერთმა მაღაზიის მეპატრონემ.

ტაქსისტები უმუშევრად დარჩენას და მათივე თქმით, მათი ოჯახების შემოსავლების, ლუკმა-პურის გარეშე დატოვებას აპროტესტებენ:

„50 წელია აქ ვართ, რაც თავი გვახსოვს, კომუნისტების დროს, შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს. ახლა რატომ მიიღენ ეს გადაწყვეტილება, რომელიც უმუშევრად ტოვებს 20-მდე ოჯახს ჩვენთვის გაუგებარია“-განაცხადა ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი:

„გასაგებია ქალაქის იერსახე, მაგრამ ჩვენს იერსახესაც შეხედონ რა დღეში ვართ, ლუკმა პურის შოვნაში უკიდურეს მდგომარეობაში რომ ვიმყოფებით“-აცხადებს ქალბატონი, რომელიც ერთერთი ტაქსის მძღოლად გაგვეცნო.

როგორც მეერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება ქალაქის სატრანსპორტო მიმოსვლის უსაფრთხოების მიზნითაა მიღებული:

„მესმის რომ ადრე ასე იყო, მაგრამ ქალაქი ვითარდება, სულ უფრო მატულობს სატრანსპორტო საშუალებათა რიცხვი და ამ გადაწყვეტილების მიღება უსაფრთხო მიმოსვლასთან დაკავშირებით აუცილებელი იყო. რაც შეეხება ტაქსებს, ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება, ხოლო რაც შეეხება სადისტრიბუციო მანქანებს ვმუშაობთ, რომ მათთვის დავუშვათ გამონაკლისი და საშვთა სისტემა შემოვიღოთ“-განაცხადა აღნიშნული სამსახურის უფროსმა, მამია მახარაძემ.

„როგორ გეკადრებათ, ეს არის ქალაქის მერის, ბეგი სიორიძის ხუშტური. არასდროს აქ, ვიმეორებ არასდროს, ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა, არანაირი უსაფრთხოების მიზნით ეს გადაწყვეტილება არ მიღებულა. ჩვენ გავაგრძელებთ პერნამენტულ აქციებს და შესაძლოა ეს გადაწყვეტილება გავასაჩივროთ სასამართლოში.“-განაცხადა ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა გოჩა ძამისტარაშვილმა, რომელიც ამავე დროს ადვოკატია და ამ შემთხვევაში მძღოლთა უფლებებს იცავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42