ინფორმაცია "ნიუპოსტს" ომბუდსმენის აპარატში დაუდასტურეს. პრესსამსახურის ცნობით, ნანუაშვილი პენიტენციურ სისტემას 13:30 საათზე დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე დააკავეს.
გუშინ გენერალკურ პროკურატურაში გამრთულ საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ: "2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ე.წ. ციანიდით მაღალი სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა".
ამასთან ტელეკომპანია, რუსთავი 2-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიპოვა წერილი, რომელიც სავარაუდოდ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ილია მეორეს გაუგზავნა.
წერილის ავთენტურობა დადასტურებული არ არის,
გუშინ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით გიორგი მამალაძემ პატრიარქს იმ პრობლემების შესახებ მისწერა, რომლებიც საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ ვითარდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






