მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილსა და დაპატიმრებულ დეკანოზზე საუბრობს - ,,ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს წარმოექმნა“
საზოგადოება - 20:32, 13 Feb, 2017     44034

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე კომენტარს აკეთებს ჭყონდიდელი ეპისკოპოსი, მეუფე პეტრე, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მეუფე აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა უნდა დაიცვან დაკავებული დეკანოზის უსაფრთხოება:

„ძალიან უხერხულია რა ფაქტიც გაჟღერდა, მინდა გამოვხატო პირადი მოსაზრება და თხოვნა, ძალიან გულისყურით მოეკიდოს საგამოძიებო ორგანოები ამ ფაქტს, რამეთუ გაჟღერებულმა ინფორმაციამ გამოიწვია საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ხსენებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ორი წელია ხელმძღვანელობს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურსა და კლინიკას, რომელთან მიმართებითაც ბევრი კითხვები იყო, რომლებიც ჩემს მიერ არც თუ ისე დიდი ხნის წინ დახარისხებულ პრობლემებს უკავშირდება, არ არსებობს ორი აზრი, რომ ეს არის ის პრობლემა, რომელიც ჩრდილოვანი მმართველობის სახით არსებობს საქართველოს საპატრიარქოში" - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდელი ეპისკოპოსი შორენა თეთრუაშვილზეც საუბრობს და ამბობს, რომ მომხდარი ფაქტით ყველაზე დიდი დისკომფორტი სწორედ მას შეექმნება.

,,ეს ქალბატონი მართავდა ასევე ეკონომიკურ სამსახურს მანამ, სანამ დაინიშნებოდა მამა გიორგი, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს წარმოექმნა. მე მექნება თხოვნა სასჯელაღსრულების სამსახურთან, გააძლიერიონ და პირად კონტროლზე აიყვანონ დაპატიმრებული დეკანოზი და დაიცვან მისი უსაფრთხოება, მანამ, სანამ დაარღვევს დუმილს. მან აუცილებლად უნდა დაარღვიოს დუმილი და გაგრძელდეს გამოძიება.

წლების მანძილზე ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია, შანტაჟი, ეს თემა არსებულმა ქალბატონმა დაამკვიდრა, რომელიც ინტრიგებით მართავს საპატრიარქოს. ალბათ გამოძიება დაინტერესდება, როგორ აღმოჩნდა იგი საპატრიარქოში მკვლელობის ბრალდებით და როგორ მოიპოვა განუსაზღვრელი ძალაუფლება, მაშინ, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობა არ არის გამოძიებული და მის დამხობაში ამ რუხი კარდინალის ძალებს მიუძღვის წვლილი“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42