ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე იაკობ იაკობაშვილი ბერლინში პატრიარქთან იმყოფება. მეუფე იაკობის თქმით ის პროკურატურის განცხადებას არ გაცნობია, თუმცა მისი განცხადებით პატრიარქის დაცვა გაძლიერდა და ახლა მას სახელმწიფო დაცვის სამსახური იცავს. როგორც ბოდბის ეპისკოპოსი აცხადებს თუ დადგინდა რომ ნამდვილად ქონდა პატრიარქის მოწამვლას მცდელობა, ცხადია, რომ ამ საქმეში მხოლოდ ერთი ადამიანი არ იქნებოდა ჩართული:
„დაკავებულ ადამიანზე რა გელაპარაკოთ, სანამ გამოძიება მიმდინარეობს მე არ მინდა რამე ვთქვა. პროკურატურის განცხადებას უნდა გავეცნო, თუ პროკურატურა აცხადებს მოწამვლაზე ალბათ ბოლომდეც გაიხსნებიან, მე ერთი რამე ვიცი, რომ პატრიარქის დაცვა გაძლიერდა, ახლა იცავს სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური. ბრალს ვერავის ვერ დავდებ. თუ ვინმე გარეთ დარჩა და ხელი არ მოკიდეს, განახებთ. თუ ვიღაცა რაღაცას აკეთებდა ის მარტო ვერ გააკეთებდა“- განაცხადა მეუფე იაკობმა.
მასალის გამოყენების პირობები






