9 წლის თორნიკე დევრალაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 17:45, 13 Feb, 2017     7282
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში დახმარების თხოვნით გვიკავშირდებიან ადამიანები, ვისაც მომავლის იმედი გადაეწურათ.

დღეს 9 წლის თორნიკე დევლარიშვილი გვინდა გაგაცნოთ. მას დაბადებიდან ცერებრალური დამბლა აქვს. ხშირად ემართება გულყრები. ასეთ ბავშვებზე მშობლები ხშირად უარს ამბობენ, მაგრამ, მიუხედავად „კეთილმოსურნეების“ ბევრი შეგონებისა, თორნიკეს დატოვება დედ–მამას არც უფიქრია.

მძიმე დიაგნოზით დაბადებული ბავშვის გაზრდა, მართლაც ძალიან ძნელია. დედა 9 წლის განმავლობაში შვილს ხელში აყვანილს ატარებს, რადგან კუნთების სპაზმის გამო თორნიკე კიდურებს ვერ ამოძრავებს და ეტლშიც კი ძლივს ჯდება. თორნიკეს ღეჭვა არ შეუძლია, ამიტომ მისი გამოკვებაც დიდი პრობლემაა. თორნიკეს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს დედისთვის, მხოლოდ ტირილით აგებინებს, როდესაც ტკივილი გაუსაძლისი ხდება.

თორნიკე ორი წლის იყო, ძმა რომ შეეძინა. ახლა გაბრიელი უკვე 7 წლისაა, სკოლაში დადის და დედიკოს უფროსი ძმის მოვლაში ეხმარება.

სკოლის შემდეგ, გაკვეთილებს რომ გაამზადებს, ის ეზოში კი არ გარბის სათამაშოდ თანატოლებთან, არამედ საათობით ზის თავის ძამიკოსთან ერთად და საინტერესო ამბებს უყვება ან ზღაპრებს უკითხავს მას. თორნიკეც უსმენს ყურადღებით და ძმას უღიმის!

გაბრიელს მხოლოდ ერთი ოცნება აქვს, ძამიკოსთან ერთად ფეხბურთი რომ ითამაშოს! გაბრიელმა, სანუკვარი ოცნების ასრულების იმედით, ახალ წელს თორნიკეს ბურთიც კი აჩუქა!

დევლარიშვილების ოჯახი ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობს. მამის მძიმე ფიზიკური შრომით ნაშოვნი ფული და თორნიკეს პენსია საჭირო წამლების და საკვების საყიდლადაც არაა საკმარისი. დედა ვერ მუშაობს, რადგან მთელი დღე შვილებთან ერთად ატარებს. თორნიკეს დატოვება წუთითაც არ შეიძლება.

ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას დევლარიშვილების ოჯახის მხარდასაჭერად. მათთვის ნებისმიერი სახის დახმარება მნიშვნელოვანია!

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თორნიკე დევლარიშვილი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/177/

გთხოვთ არ დარჩეთ გულგრილი ამ პატარა ბავშვის პრობლემების მიმართ, რომელსაც დაბადებიდან ტანჯვისა და განსაცდელის გარდა არაფერი უნახავს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42