"როგორც ექიმი რა თქმა უნდა გამოვრიცხავ, მოწამვლის არანაირი ნიშნები მას არ აღენიშნებოდა. ექიმებს მუდმივი დაკვირვების ქვეშ გვყავდა ნაღვლკენჭოვანი დაავადების გამო. სახეზე მოწამვლის ნიშნები არ არის"- აღნიშნა მედიკოსმა.
რაც შეეხება მამა გიორგი მამალაძის დაკავებას, შარტავა ამბობს რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის.
"და დანარჩენი მე არ მეხება და რა გითხრათ, მე არაფერი არ ვიცი, მე მკითხეთ ჯანმრთელობაზე"- განაცხადა საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
რაც შეეხება პატრიარქის ამჟამინდელ მდგომარეობას ილია მეორეს ექიმი ჩვენთან საუბარისას აცხადებს, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა.
"კარდიოლოგი შალვა პეტრიაშვილი ამჟამადაც პატრიარქთანაა ინტენსიურ განყოფილებაში. უწმინდესი თავს კარგად გრძნობს, ოპერაცია წარმატებით დამთავრდა და ყველაფერი კარგადაა, ძალიან გახარებულები ვართ და ერთმანეთს ვულოცავთ"- დასძინა ცისანა შარტავამ.
მასალის გამოყენების პირობები






