მძიმე ავადმყოფის მამუკა კოპლატაძის დედა დახმარებას ითხოვს
საზოგადოება - 16:18, 13 Feb, 2017     5405
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარის – მამუკა კოპლატაძის ისტორია ნებისმიერს შეძრავს.

ნანატრი ვაჟი მამუკა ჯანმრთელი დაიბადა. არაფერი აწუხებდა და ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა. მაგრამ ერთ საბედისწერო დღეს ის ავად გახდა. უბრალო გაციება ეგონათ, მაგრამ მენინგიტი აღმოჩნდა. 3 წლის მამუკას გულყრები დაეწყო. საავადმყოფომდე ძლივს მიაღწიეს. ექიმებმა სასწაულებრივ შეუნარჩუნეს მამუკას სიცოცხლე!

ექიმების მიერ დასმული დიაგნოზი განაჩენივით ჟღერდა: „თქვენს ბავშვს თავის ტვინის ქერქი აქვს დაზიანებული, და ახლა თუ გადარჩა, დიდხანს ვერ გასტანს და აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო“ – მაგრამ დედისთვის სულ ერთი იყო, როგორი იქნებოდა მამუკა, მთავარია იგი დიდი ხანი ჰყოლოდა გვერდით!

მამა შვილის ავადმყოფობის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, ნერვიულობას გადაყვა. ქალბატონ ლალის – მამუკას დედას, სამსახურისთვის თავის დანებება მოუხდა და მთელი თავისი დრო და ენერგია შვილის მოვლას შეალია! უკვე 24 წელია მას როგორც ჩვილს ისე უვლის. ახლა მამუკა 27 წლისაა, მაგრამ დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს: ვერც ჭამს, არც წამოჯდომა შეუძლია... მხოლოდ ტირის, როდესაც რამე აწუხებს და დედას საშველად ეძახის!

წლების განმავლობაში ოჯახმა ყველაფერი ფასეული გაყიდა და ახლა სახლიდან შეიძლება გაასახლონ კიდევაც! ერთადერთი საარსებო წყარო მამუკას პენსიაა, რომელიც ხშირად წამლების საყიდლადაც კი არ ჰყოფნით.

სამკურნალო თანხის არარსებობის გამო, მამუკას მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. მაგრამ ექიმების თქმით ძვირადღირებული მედიკამენტები და სარეაბილიტაციო კურსი მის მდგომარეობას გააუმჯობესებს!

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ დედა–შვილისთვის? როგორ დავუდგეთ გვერდში მათ ამ მძიმე დროს?

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას მამუკას დასახმარებლად. ამ ოჯახისთვის ყველანაირი დახმარება მნიშვნელოვანია!

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მას თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მამუკა კოპლატაძე) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/176/

შესაძლებელია ზუსტად თქვენი მხარდაჭერა გახდეს გადამწყვეტი მამუკას გამოსაჯანმრთელებლად.

ტელ: 593192165-ლალი (დედა)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42