"ძალიან მძიმე ბრალდებაა, თუ არ აქვს ჩადენილი დანაშაული, გასცეს პასუხი" - პატრიარქის მდივნის პირველი კომენტარი
საზოგადოება - 15:05, 13 Feb, 2017     20553
მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ პირველ კომენტარს "ნიუპოსტთან" აკეთებს პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი.
როგორც ბოტკოველი ამბობს, "თუ არ აქვს ამ ადამიანს ჩადენილი დანაშაული გასცეს პასუხი".
მამა მიქაელმა "ნიუპოსტთან" საუბრისას განაცხადა, რომ ის "არაფერს გამორიცხავს"...

"ამ ეტაპზე მე ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც ვერაფერს დავადასტურებ, მიმდინარეობს გამოძიება. პროკურატურას გარკვეული მტკიცებულებები გააჩნია და მიყვებიან ამ კვალს. ძალიან მძიმე ბრალდებაა, თუ არ აქვთ ამ ადამიანებს, ან ამ ადამიანს ჩადენილი ეს გასცენ პასუხი. აგერ პროკურატურა და აგერ მოედანი. სხვა რა გითხრათ, ჩვენ ახლა მოვისმინეთ პროკურატურის განცხადება, არანაირი კომუნიკაცია მე არ მქონია ამ უწყების წარმომადგენლებთან ამ საკითხთან დაკავშირებით"- აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

მისი თქმით, სანამ გამოძიება არ დასრულდება საპატრიარქო განცხადების არ გააკეთებს.

"გამოძიება თვითონ დადებს გამოძიების შედეგს, თუ რა თქმა უნდა ასეთი რამ გააჩნია, ან დადებენ ბრალდებული რას იტყვის"- აღნიშნა პატრიარქის მდივანმა.

სასულიერო პირი ამბობს, რომ დაკავებული საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილედ ერთი წლის წინ დაინიშნა. კითხვაზე "შესაძლებელია თუ არა დაკავებულს თანამზრახველები ჰყავდეს", ბოტკოველი აღნიშნავს, რომ "ვერაფერს იტყვის".

"მე ისე კარგად არ ვიცნობ ამ ადამიანს" - დასძინა ბოტკოველმა.

დღეს გენერალკურ პროკურატურაში გამრთულ საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ: "2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ე.წ. ციანიდით მაღალი სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42