საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯია“-ში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა
საზოგადოება - 11:06, 16 Feb, 2017     3689
2017 წლის 16-17 თებერვალს საგამოფენო ცენტრში „ექსპოჯორჯია“ გაიმართება უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე–7 საერთაშორისო გამოფენა – International Education Fair Georgia 2017.

ორგანიზატორი: საგამოფენო ცენტრი „ექსპოჯორჯია“

მხარდამჭერები: საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, www.universityfairs.com; www.edu-guide.ge; www.edu.aris.ge;

გამოფენის ფარგლებში 100-მდე მონაწილე უნივერსიტეტი, საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი და პროფესიული კოლეჯი იქნება წარმოდგენილი 16 სხვადასხვა ქვეყნიდან. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოსა და მსოფლიოში არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.

მონაწილე ქვეყნები: საქართველო, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, გერმანია, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა, ინგლისი, აშშ, რომანია, რუსეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, ირლანდია.

გამოფენის სტუმრები შესძლებენ პირისპირ შეხვდნენ და გაესაუბრონ მონაწილე უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და ყველა საჭირო ინფორმაცია ბაკალავრიატზე, მაგისტრატურაზე, პროფესიულ თუ სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება: უმაღლესი სასწავლებლები, საგანმანათლებლო სააგენტოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები, სტუდენტური სერვისები, ტრეინინგ ცენტრები, უცხო ენების სასწავლო ცენტრები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე საელჩოების მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროგრამები.

განათლების საერთაშორისო გამოფენა ყოვეწლიური ღონისძიებაა, მას 12 000–ზე მეტი ადამიანი სტუმრობს და რაოდენობა მუდმივად იზრდება. გამოფენის ოფიციალურად დღეს, 16 თებერვალს 11:00 საათზე მე-11 პავილიონში გაიხსნა.

გამოფენას ოფიციალურად გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავა.

გამოფენის სამუშაო საათები: 16-17 თებერვალი, 11:00-19:00

გამოფენის ჩატარების ადგილი: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, პავილიონი: 11

საკონტაქტო ინფორმაცია: marketing@expogeorgia.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42