ქალაქ კასპში ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლა 650 მოსწავლეზეა გათვლილი, რომელიც ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ისინი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ სართულებს შორის გადაადგილებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლიფტის საშუალებით. სკოლაში იფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო კლას–კაბინეტები, ექიმის ოთახი, სპორტული დარბაზი და მოეწყობა გათბობის სისტემა.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, თეიმურაზ მაჩაიძემ და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა გოჩიტაშვილმა სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა მოინახულეს, რომელიც გეგმა/გრაფიკის მიხედვით ხორციელდება. https://www.facebook.com/ESIDA.info/
მასალის გამოყენების პირობები