„ხელოვნური სუნთქვა“ ბრუნდება - სერიალის პროდიუსერი ახალი სეზონის დეტალებზე
კულტურა - 23:24, 10 Feb, 2017     25231
პოპულარული სერიალის „ხელოვნური სუნთქვის“ გულშემატკივრებს სერიალის პროდიუსერისგან კარგი სიახლე აქვთ. სერიალი, რომლის გადაღებებიც დეკემბერში შეწყდა და როგორც მაშინ ითქვა ფინანსების არ ქონის გამო ვერ გაგრძელდებოდა, გრძელდება. ,,ნიუპოსტი" დეტალების გასარკვევად სერიალის პროდიუსერს დაუკავშირდა.

ირაკლი საღინაძე, პროდიუსერი: რაც ფინანსური პრობლემები გაჩნდა მას შემდეგ მიდის მუშაობა, რომ ფინანსური პრობლემები მოგვარებულიყო და გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაგვიდგნენ გვერდით, შემოვიდნენ თანადაფინანსებაში, ძირითადი ფინანსები თავიანთ თავზე აიღეს და გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ განვაახლოთ მარტის ბოლოდან გადაღება. სამშენებლო კომპანია „სვეტმა“ აიღო თავის თავზე ამ სეზონის დაფინანსების დიდი ნაწილი.

- ქასთინგიც ხომ არ გამოცხადდება, მსახიობების შეცვლა ან ახლების დამატება ხომ არ იგგმება?

- ჯერჯერობით არაფერი ახალი არ დაემატება, ხელშეკრულებაზე ხელი ჯერ არ მოგვიწერია, პრინციპულად შეთანხმება შემდგარია, მაგრამ იურიდიული დეტალები ზუსტდება, იმედია ძალიან მალე მოვრჩებით ამ პროცედურებს, დაფინანსება წამოვა და მუშაობის დაწყებას შევძლებთ. აი შემოქმედებით მხარეზე მერე ვისაუბროთ.

-სერიალი იმდენად პოპულარული იყო, ალბათ ისიც იცოდით რომ სპონსორი აუცილებლად გამოჩნდებოდა...

- არ იყო ასე მარტივადაც საქმე, საკმაოდ შთამბეჭდავ თანხებზეა საუბარი, სხვა კომპანიებისგანაც იყო დაინტერესება, მაგრამ როდესაც იგებდნენ თუ რამდენი იყო საჭირო იმისათვის, რომ სეზონი დაფინანსებულიყო, ძირითად შემთხვევაში უარს ამბობდნენ...

ბევრი კომბინაციაც განიხილებოდა, მაგრამ ეს აზარალებდა სერიალს, მის შინაარსს. რაც სამომავლოდ დაუკარგავდა ხასიათს, განწყობასა და ხალისს ამ ყველაფერს, გული ძალიან მწყდებოდა, რა თქმა უნდა სერიალი ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობდა, განვითარების გზაზე ვიდექით და ფინანსური პრობლემების გამო გავჩერდით. ამიტომ დღეს პოზიტიური განწყობა გვაქვს. განსაკუთრებული მონდომებით შევუდგებით ახალ საქმეს.

-თქვენი გამორჩეული სერიალი რომელია - ჩცდ თუ ხელოვნური სუნთქვა?

-მშობელს რომ ეკითხებით ვინ უფრო გიყვარსო დაახლოებით იგივე შეკითხვაა, მაგრამ, გულახდილად რომ გიპასუხოთ „ჩემი ცოლის დაქალები“ ჩემთვის განსაკუთრებულია. ესეც ძალიან კარგი სერიალია, ძალიან კარგი პროექტი, მაგრამ „ჩემი ცოლის დაქალები“ გაცილებით შთამბეჭდავი და გლობალური მოვლენა არის ქართული ტელე-სივრცისთვის.

დეა თავბერიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42