მინდელის ქუჩაზე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება მიმდინარეობს
საზოგადოება - 15:47, 10 Feb, 2017     1314
თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, მინდელის ქუჩაზე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრების სამუშაოებს გაეცნო.

თბილისის მერი ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა და შენობის გამაგრების სამუშაოების მიმდინარეობაზე ესაუბრა.

,,ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები ქალაქში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კორპუსის გამაგრების თხოვნა მოსახლეობისგან ჩვენ გასულ წელს მივიღეთ და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, აღდგენითი სამუშაოები შემოდგომაზე დავიწყეთ. ამ და კიდევ სხვა 30-ზე მეტ მკვეთრად ავარიულ კორპუსს წლის განმავლობაში გავამაგრებთ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ სახლებში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას და პირობებს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვაკის რაიონში, მინდელის №1-ში, მე-3 ხარისხის დაზიანების საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამშენებლო სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „გრანიტი“ აწარმოებს. გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენებული 17-სართულიანი კორპუსის სექცია გადახრილია 24 სანტიმეტრით და ნაგებობას გააჩნია საძირკვლის ჯდენები. მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია 306 ხიმინჯის მოწყობა.

ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 600 000 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „გრანიტი“ აწარმოებს.

გამაგრებითი სამუშაოები ამჟამად კიდევ 9 ავარიულ სახლს უტარდება. მიმდინარე წელს ავარიული კორპუსების გამაგრება-გაძლიერებისთვის 22 მლნ ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხით კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური თბილისის მასშტაბით 30 ავარიულ კორპუსს გაამაგრებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42