ვის მოუწყვეს ქართველმა „კანონიერმა ქურდებმა“ იურმალაში „რაზბორკა“
საზოგადოება - 23:42, 09 Feb, 2017     95992
კვირა თუ არა, თვე არ გავა, საერთაშორისო მედიამ ქართველი კრიმინალების, ან „კანონიერი ქურდების“ დაკავებასა თუ ცხოვრებაზე „ნიუსი“ არ გაავრცელოს. ამ მხრივ რუსული საინფორმაციო საშუალებებიც აქტიურობენ. საერთოდ, დამნაშავეთა სამყარო ის „სფეროა“, რომელიც ადამაინებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, ანუ ეს თემა კარგად იყიდება და, შესაბამისად, დამნშავეთა ცხოვრებას გვერდს იგივე ჰოლივუდიც არ უვლის ხოლმე, თუმცა ისიც ფაქტია, რომ პოსტსაბჭოთა კრიმინალი დასავლური კრიმინალისგან განსხვავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ე.წ. „კანონიერი ქურდის“ ცნება მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალ ყოფილ რესპუბლიკებში არსებობს, თუმცა ადამიანი, რომელსა სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და რომელიც „ქურდულ სამყაროსაც“ კარგად იცნობს, „ნიუპოსტს“ უხსნის, რომ ე.წ. „ქურდული კანონებით“ ეროვნებაზე აქცენტის გაკეთება არაქურდულად ითვლება და ამის გამო ქურდი შესაძლოა, არაქურდადაც დატოვონ. ამასთან, პიროვნებას შეიძლება, ქურდულ სამყაროში პატივს სცემდნენ, მაგრამ ის „კანონიერი ქურდი“ კი არა, „ქურდულ მენტალიტეტის მატარებელი“ „მასტი“ იყოს. მოკლედ, რითი განსხვავდება ჩვეულებრივი კრიმინალი „ქურდული მენტალიტეტის მატარებლისგან“, რატომ უსინჯავენ ოპერმუშაკები კრიმინალებს დაკავებისას მხრებს და რას ნიშნავს თითზე ამოსვირინგებული ხუთი წერტილი? - კრიმინალურ და საბჭოთა ტერორის ისტორიებს „ნიუპოსტის“ ახალ რუბრიკაში - „შავი ზონა“ გაეცნობით ხოლმე.


„ქურდული მენტალიტეტის მატარებელი „კანონიერ ქურდს“ პატივს სცემს და „ქურდულ კანონებსაც“ ემორჩილება. სხვათა შორის, „კანონიერ ქურდს“ ორივე მხარზე ვარსკვლავი უნდა ჰქონდეს ამოსვირინგებული. ამიტომ გამოცდილი ოპერმუშაკები, როცა კრიმინალებს აკავებენ, პირველად მხრებს უსინჯავენ. ქურდს ვარსკვლავები ზოგჯერ მუხლებზეც აქვს დახატული, რაც იმას ნიშნავს, რომ „ჩანარტყმელია“, ანუ თავის დროზე „არაქურდად“ დატოვეს და შემდეგ ისევ აღადგინეს,“ - უყვება „ნიუპოსტს“ პიროვნება, რომელიც საბჭოთა სასჯელაღსრულების სისტემაში ორ ათეულზე მეტი წელი მუშაობდა.

მისივე თქმით, ტატუს მიმდევრები უფრო რუსულ „ზონებში“ ჰყავდა. ქართულ კოლონიებში კი პატიმრები ხელის თითებზე სხვადასხვა ფორმის ბეჭდებს იხატავდნენ. სხვათა შორის, 90-იანი წლების დასაწყისში, შსს-მ ტატუზე სპეციალური წიგნი გამოუშვა, რომელშიც ახსნილი იყო, ესა თუ ის ნახატი, მაგალითად, „ხუთი წერტილი“ რას ნიშნავდა.

„ბევრი „ხუთ წერტილს“ ისე იხატავს, რომ მისი მნიშვნელობა არ იცის და თავს იწონებს, „ძველი ბიჭი“ ვარო. სინამდვილეში, „ხუთი წერტილი“ იმას ნიშნავს, რომ პიროვნება ნატანჯია, ანუ „ოდინიჩკასა“ და „შიზოშია“ „ნაჯდომი“, - განმარტავს წყარო.

რაც შეეხება „კანონიერი ქურდების“ „არაქურდებად“ „დატოვებას“, როგორც „ნიუპოსტს“ უხსნიან, ეს, ასე ვთქვათ, პროცედრუა, „რაზბორკაზე“ ტარდება.

„მაგალითად, ავთო ლომიძე სოხუმელი კანონიერი ქურდი იყო, რომელიც არაქურდად მერაბ გადელიამ, იგივე „პრინცმა“ დატოვა. „პრინცმა“, როემლიც სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში იყო დაბადებული, ლომიძე ცემით სიკვდილის პირას მიიყვანა, მაგრამ გადარჩა.

- მერაბ გადელიას პრინცს რატომ ეძახდნენ?

- რატომ და არისტოკრატიული გარეგნობა ჰქონდა, გამორჩეულად იცვამდა, ნიჭიერი და ნაკითხი იყოც... ისე, ე.წ. პირველი თაობის „კანონიერ ქურდებს“ კარგად ჩაცმა ეკრძალებოდათ, თუმცა სხვა პატიმრებისგან იმით გამოირჩეოდნენ, რომ „ტელეგრეიკას“, ჩექმებს, ე.წ. „სტალინკა“ ქუდსა და „გიმნასტიორკა“ პერანგს ატარებდნენ.

- არსებობს მოსაზრება, რომ „კანონიერი ქურდები“ განათლებულები და მორწმუნეები არიან. ასეა?

- მართალია, ისინი სხვა პატიმრებს თავს მორწმუნეებად აჩვენებენ, მაგრამ ყველაფერი ეს ბლეფია! ქურდები ძალადობას ქადაგებენ და „ათი მცნების“ ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას - „არ იპარო“ უპირისპირდებიან. მახსოვს, ერთხელ მითხრეს, იესომ ქურდი სასუფეველში წაიყვანაო. ვუპასუხე, მან თავისი საქციელი მოინანია და თქვენც მოინანიეთ-მეთქი... მოკლედ, ქურდები თავიანთი ლოგიკით მხოლოდ გაუნათლებლებს აბნელებენ, თორემ როგორ შეიძლება, ქურდული მენტალიტეტის მატარებელი კარგი ადამიანი იყოს?!“ - ორაზროვნად კითხულობს „ნიუპოსტის“ რესპოდენტი და აქვე, ამბობს, რომ როცა პატიმრები ე.წ. „პაბეგს“ ამზადებდნენ, „კანონიერ ქურდს“ ბოლო წუთამდე არაფერს აგებინებდნენ.

- რატომ?

- ეშინოდათ, რომ ის „ჩაუშვებდათ“.

- ანუ, „კანონიერი ქურდები“ ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდნენ?

- დიახ, ამის თაობაზე ნებისმიერმა ოპრემუშაკმა იცის... თუ „ზონაში“ „კანონიერი ქურდი“ იჯდა და პატიმრები „პაბეგის“ შესახებ მას არაფერს ეტყოდნენ, ეს „არაქურდულად“ ითვლებოდა და თუ გაქცეულები ისევ „ზონაში“ მოხვდებოდნენ, მათ აუცილებლად „გააფუჭებდნე“... თუ ქურდი გაქცევაში მონაწილეობაზე უარს იტყოდა, ესეც „არაქურდულად“ ითვლებოდა და მას „არაქურდად“ დატოვებდნენ.

- „კანონიერ ქურდებს“ შორის ე.წ. „რაზბორკები“ ხშირად იმართებოდა?

- დიახ, თუმცა ქურდები „რაზბორკებს“, როგორც წესი, საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგალითად, სოჭში, როსტოვსა და მოსკოვში აწყობდნენ.

- რატომ?

- საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე ძლიერებად ქართველი ჩეკისტები ითვლებოდნენ, ანუ ინფორმაციებს წინასწარ ვიღებდით და ქურდებს `რაზბორკის~ ჩატარების საშუალებას არ ვაძლევდით. პატარა გარჩევები, რომელშიც ორი-სამი კაცი მონაწილეობდა, შესაძლოა, აქაც ტარდებოა, მაგრამ დიდი „რაზბორკა“ საქართველოში არასოდეს ჩატარებულა! მეოცე საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, იურმალაში დიდი „რაზბორკა“ ჩატარდა, რომელშიც 100-150 კანონიერი ქურდი მონაწილეობდა და ე.წ. ქურდულ კოდექსში ცვლილებები შეიტანეს. ამ „გარჩევის“ ინიციატორი სოხუმელი კანონიერი ქურდი ფისო ქუჩულორია იყო, რომლის მამაც თავის დროზე აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანად მუშაობდა. რამდენიმე წლის წინ ფისო ქუჩულორია ყელის კიბოთი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ, როგორც ვიცი, აფხაზეთში უნდოდა ჩამოსვლა, მაგრამ ვერ გაბედა, რადგან იცოდა, დააკავებდნენ. მას მეტსახელი არ ჰქონდა და, უბრალოდ, ფისოს ეძახდნენ. ე.წ. საძმოში მას დიდი გავლენა ჰქონდა და ავტორიტეტად ითვლებოდა... იურმალას „რაზბორკის“ ერთ-ერთი საკითხი რამდენიმე „კანონიერი ქურდის“, მათ შორის, გურამ ფიფიას, იგივე მაუგლის „არაქურდად“ დატოვება იყო. ხარკოვის „ქურდულ ზონაში“ ფიფიას დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება უნდა შეეგზავნა, მაგრამ მან დავალება ვერ შეასრულა და ნარკოტიკული ნივთიერება დაიკარგა. ქურდებს მაუგლისთან პრეტენზია სწორედ ამიტომ ჰქონდათ... იურმალას „რაზბორკაზე“ მაუგლი რომ მივიდა, ფისომ ხელი ჩამოართვა, გადაკოცნა და გამოაცხადა, გურამი ჩემი ძმა არისო. ამის გამო მაუგლი „არაქურდად“ აღარ დატოვეს. სხვათა შორის, გურამ ფიფია, რომელიც ფისოს მსგავსად სოხუმელი იყო, რამდენიმე წინ მოსკოვში მოკლეს...

- ისე, ქართველი „კანონიერი ქურდების“ „სამშობლოდ“ ქუთაისი რატომ ითვლება?

- ქუთაისში „კანონიერი ქურდები“ საბჭოთა კავშირის დაშლის წინ მომრავლდნენ და იმხანად ქუთაისს ხუმრობით „ქურდების კოოპერატივსაც“ ეძახდნენ. ქუთაისში „კანონიერი ქურდების“ მომრავლება, ალბათ, იმან განაპირობა, რომ ქურდული მენტალიტეტის მატარებლები ერთამენთს „კანონიერ ქურდებად“ ნაცნობ-მეგობრობით ნათლავდნენ...

საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე მეტი „კანონიერი ქურდი“ ზუგდიდსა და სოხუმში იყო და მათთან მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრომაც, რომელიც საბჭოთა კავშირის მასშტაბით მილიციის უძლიერეს განყოფილებად ითვლებოდა, ვერაფერი გააწყო. ქართველ ქურდებს მთელი მოსკოვი აკლებული ჰქონდათ. ამიტომ საბჭოთა კავშირის იმჟამინდელმა შს მინისტრმა, ბაგატინმა საქართველოს შს მინისტრ შოთა გორგოძეს სთხოვა, შენი ოპერმუშაკები გამომიგზავნეო. მოკლედ, მოსკოვში საქართველოს შს სამინისტროს სპეცგანყოფილება შეიქმნა, რომელსაც რუსები „ზუგდიდსკი ადელს“ ეძახდნენ. ამ განყოფილებაში ცნობილი ქართველი ოპერმუშაკები მუშაობდნენ და რუსებს კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლას ასწავლიდნენ. ზუგდიდელი კანონიერი ქურდები მეგონა ჯალაღონია, რომეო ბულია, იგივე რომეო ბორისოვიჩი და სანდრო კაკაჩია სწორედ საქართველოს შს სამინისტროს ე.წ. მოსკოვის განყოფილებამ დაიჭირა.

- ეს კანონიერი ქურდები დღეს სად არიან?

- რომეო ბულია საკუთარის სახლის სადარბაზოსთან მოკლეს და ეს მკვლელობა დღემდე გაუხსნელია, მეგონა ჯალაღონიამ კი თავი მოიკლა...

- ე.წ. საკავშირო „გარჩევებზე“ ქართველი კანონიერი ქურდბეი ერთმანეთს მხარს უჭერდნენ?

- ქურდები ეროვნებას ყურადღებას არ აქცევენ და თუ შეამჩნიეს, რომ ვიღაცები ერთმანეთს მხარს წარმომავლობის გამო უჭერს, „არაქურდად“ დატოვებენ, რადგან მათი გაგებით, ყველა, ვინც იპარავს, კარგი ბიჭია.

- ქურდებს დაცვა ჰყავთ?

- არა. ციხეში ძველი თაობის ქურდებს შევხვედრივარ და, როგორც ისინი ამბობდნენ, ქურდი საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი უნდა იყოს, ანუ ქურდმა ხაზი არ უნდა გაუსვას, ქურდი ვარ და პატივი მეცითო, თუმცა დღეს ქურდული წესები შეიცვალა და ზოგ „კანონიერ ქურდს“ დაცვაც ჰყავს...

ვანო პავლიაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42