დავით ნარმანიამ 99 წლის იუბილესთან დაკავშირებით თსუ-ს სამრეწველო ლაბორატორია გადასცა
საზოგადოება - 21:05, 08 Feb, 2017     1309
თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 99 წლის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო. უნივერსიტეტის იუბილეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მთავრობის წევრები, პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დავით ნარმანიამ თსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უნივერსიტეტის იუბილე მიულოცა, უნივერსიტეტს კი საჩუქრად ინოვაციური სამრეწველო ლაბორატორია „ფაბლაბი“ გადასცა. თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში, თბილისის მერიის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, 2015 წელს გაიხსნა.

„ჩემთვის, ერთი მხრივ, როგორც უნივერსიტეტის პროფესორისთვის და, მეორე მხრივ, დედაქალაქის მერისთვის, განსაკუთრებული პატივია, დღეს თქვენთან ერთად ვიყო და მოგილოცოთ დედა უნივერსიტეტის 99 წლის იუბილე. იყო უნივერსიტეტელი, რომელსაც ერთი საუკუნე უსრულდება, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და ღირსებაა, რომელსაც სათანადოდ უნდა გავუფრთხილდეთ. ამასთან, რადგან იუბილეზე საჩუქრებით მოდიან, თბილისის მერიის სახელით მე დღეს უნივერსიტეტს გადავცემ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან საჩუქარს. ეს არის თანამედროვე ინოვაციური ბიზნეს ლაბორატორია, „ფაბლაბი“, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით, რამდენიმე თვის წინ, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში მოეწყო. თბილისის მთავრობის განკარგულებით, აღნიშნული ფაბლაბი დღეიდან გადაეცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რასაც ვულოცავ სტუდენტებს“,-განაცხადა თბილისის მერმა.

საიუბილეო საღამოზე ფოტოგამოფენა „პირველი“ გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო მასალები პირველი ეროვნული უნივერსიტეტის გახსნისათვის მზადების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პირველი პროფესორების, ევროპაში წარგზავნილი სტუდენტების, ევროპაში განათლება მიღებულ ქართველ მეცნიერთა მიღწევების შესახებ.

ღონისძიებაზე უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორები და წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვეს.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მასშტაბით ერთ–ერთი უდიდესია საქართველოში. დღეისთვის თსუ–ს 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან და რეგიონიდან, რომელიც ,,თაიმსის“ მსოფლიოს უნივერსიტეტების რანჟირების ჩამონათვალში (Times Higher Education World University Rankings) მოხვდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42