ჩაერთე ქველმოქმედებაში თიბისი სტატუსთან ერთად
საზოგადოება - 16:38, 08 Feb, 2017     1723
ვებგვერდზე www.statusdonates.ge უკვე შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ისეთი პროექტებისა თუ ადამიანების დაფინანსებაში, რომლებსაც მხარდაჭერა ესაჭიროებათ. თიბისი სტატუსის ახალი, საქველმოქმედო პლატფორმა ორ საინტერესო ისტორიას წარმოგიდგენთ.

10 წლის ვირტუოზი პიანისტი გოგონა ახალქალაქიდან, რომელსაც განსაკუთრებული საფორტეპიანო მონაცემები აქვს - ანაჰიტმა ნოტები კარგად არ იცის, მაგრამ მისთვის საყვარელ კლასიკას და ჯაზს სმენით უკრავს. ცნობილი პიანისტის ელისო ბოლქვაძის შეფასებით, გოგონას იშვიათი მუსიკალური ნიჭი აქვს და ხელშეწყობა ესაჭიროება. პატარა ვირტუოზი, 2017 წლის მარტის ბოლოს, ცნობილმა პედაგოგმა და მეთოდოლოგმა მიშელ სონიმ პარიზში მიიწვია. ამ მოგზაურობამ, შესაძლოა, სამუდამოდ შეცვალოს მისი ცხოვრება და მუსიკალური კარიერა. საფრანგეთში გასამგზავრებელი თანხის შეგროვებაში მას სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა ეხმარება.

ვებგვერდზე ნახავთ მეორე ისტორიასაც - „თამაშობანამ“ უსინათლო ბავშვებისთვის ადაპტირებული, საინტერესო თამაში შექმნა. ეს არის „აფორიზმობანა“, რომელიც ლოტოს პრინციპზეა დაფუძნებული და მასში ქართული აფორიზმებია გამოყენებული. იმისთვის, რომ უსინათლო ბავშვებმა თავიანთ თანატოლებთან ერთად გართობა შეძლონ, საჭიროა ხის სათამაშო დაფებზე ბრაელის შრიფტით დაბეჭდვა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოში მცხოვრებ 300-მდე უსინათლო ბავშვს „აფორიზმობანა“ საჩუქრად გადაეცემა.

ორივე ისტორიის შესახებ მომზადებული ვიდეო და დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.statusdonates.ge , სადაც ასევე შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ თქვენთვის საინტერესო ისტორიას.

თიბისი სტატუსმა ახალი, ინოვაციური პლატფორმის პრეზენტაცია 2016 წლის 28 დეკემბერს გამართა. პროექტის დაწყებისთანავე, პირველ ეტაპზე ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს სოფელ ძეგვში არსებულმა თავშესაფარმა და შემოქმედებითი განათლების სტუდია CES-მა; ხოლო მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულ მოსწავლეებს თიბისი სტატუსის ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42