გამოფენის მოწყობის იდეა სოფოს მეგობარს, ჟურნალისტ თეონა მანაგაძეს ეკუთვნის, რომელსაც ორგანიზება საქართველოს პარლამენტის აპარატმა უზრუნველყო.
,,პირველი საგაზაფხულო სესიაა, რაც სახელმწიფო ჰიმნი ფოფოს გარეშე გაისმება. სესიიდან-სესიამდე პერიოდს ელოდებოდა და საპარლამენტო შვებულებები არ უყვარდა. დღის მანძილზე, სხდომათა დარბაზის წინ, ხან ფოტოს იღებდა, ხან კადრს, ხან მზის ჩასვლას და ამოსვლას დასდევდა... დღესაც მისი ფოტოების გამოფენაა და თვითონ თუ ხედავს, ალბათ, ხითხითებს, თავს კისერში იდებს და წითლდება. ანუ, მის ჩვეულ ფორმაში იქნება... მზე იყო და მზედ დარჩება... რაც შეეხება გამოფენას, უდიდესს მადლობას ვუხდი პარლამენტის აპარატის უფროსს, ანა გოჩაშვილი თამარ ჯანელიძე Maia Suradze Madona Nozadze Maka Zabakhidze Ekaterine Katsadze შოთა გერაძე რუსიკოს... ამ ადამიანებმა იდეა შესაძლებლობად აქციეს! მადლობა თქვენ, რომ დააფასეთ და დაგვაფასეთ...” – ასე ეხმაურება თეონა მანაგაძე გამოფენას.
სოფო ბობოხიძე, გასული წლის დეკემბერში, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.






მასალის გამოყენების პირობები






